თანამედროვე სამყაროში, სადაც ქალებიც და მედიცინის მუშაკებიც გამუდმებით იმაზე ზრუნავენ, როგორ გახადონ მშობიარობის პროცესი ნაკლებად მტკივნეული და უსაფრთხო, როგორ  დაიცვან მშობელიცა და ნაყოფით მოსალოდნელი გართულებებისაგან, ჯერ კიდევ არსებობს რეგიონები, რომლის ბინადრებსაც საოცარ ძალისხმევად უჯდებათ სამედიცინო პუნქტში მშობიარობა. მაგალითად ჩრდილოეთ ინდოეთის სოფელ ლადახში მცხოვრებლებისთვის ოჯახში ახალი ბავშვის გაჩენა უახლოეს ჰოსპიტალამდე ფეხით გასავლელ 45 მილს გულისხმობს, რომელიც განსაკუთრებით ძნელად დასაფარია ზამთარში, როცა ყინვა -35 გრადუსს აღწევს. 

article-2543835-1ADED2D300000578-313_964x641მოგზაურობა ექსტრემალურ გზაზე, რომელიც უდაბურ კლდეებში, გაყინულ მდინარეზე გადის ისლანდიელმა ფოტოგრაფმა, ტიმ ვოლმერმა გადაიღო ინდოეთში მოგზაურობისას. გზას, რომელმაც ფოტოგრაფმა ასახა, ყველა ის ინდოელი ოჯახი გადის, რომელიც ბავშვს ელოდება. დიდხანს შეიძლება ფიქრი იმაზე, გზის რომელი მხარეა უფრო ძნელი გასავლელად: ფეხმძიმე ქალის სამშობიარომდე თუ ახალშობილით უკან, სახლისკენ. article-2543835-1ADECF7D00000578-216_964x637

ლოგიკურ კითხვას ინტენეტმომხმარებლების მიერ, რატომ არ დადის თავად ექიმი პაციენტებთან საჭიროებისას, ფოტოგრაფი თავის Facebook-ის გვერდზე პასუხობს და სიტუაციას ინდოეთის მთიანი რეგიონების სიღატაკით ხსნის. მათ არ გააჩნიათ იმის საშუალება, რომ ექიმის ვიზიტის ანაზღაურება გადაიხადონ, სახელმწიფო კი არ ზრუნავს ჯანდაცვის ხელმისაწვდომობასა და გზის გაყვანაზე.

article-2543835-1ADED75400000578-892_470x708 article-2543835-1ADECFF200000578-68_964x755 article-2543835-1ADED2CA00000578-244_964x641 article-2543835-1ADED2F300000578-98_964x641 article-2543835-1ADED7ED00000578-958_964x601 article-2543835-1ADED02600000578-686_964x641 article-2543835-1ADED74400000578-378_470x708

 

Leave a Reply