1963 წელს ჟურნალ “LIFE”-ში გამოქვეყნდა ფოტოგრაფ სტენ ვეიმანის ვრცელი ფოტოსიუჟეტი საბჭოთა კავშირში მიმდინარე კუსტარული საცხოვრებელი სახლების მშენებლობის შესახებ. ფოტოისტორია მოიცავდა “ხრუშოვკების” მშენებლობის თითქმის ყველა ეტაპს, სახლების დაპროექტირებიდან ახალმოსახლეობამდე. გასული საუკუნის 60-იან წლებში ამერიკელების გაკვირვება ალბათ ახლა კიდევ უფრო დიდი იქნება, თუ გაიგებენ, რომ ეს შენობები დღემდე ექსპლუატაციაშია და ხალხი მის კედლებში თავს დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობს. 

hruwevki-life-1

პირველი პანელური სახლი მოსკოვში 1948 წელს გამოჩნდა. 1950 წლიდან მშენებლობები საბჭოთა დედაქალაქის ფარგლებს გასცდა და მთელ იმპერიას მოედო. აღსანიშნავია, რომ “ხრუშოვკები” არ შენდებოდა ხანგრძლივი ექსპლუატაციისთვის. ისინი მოსახლეობის საცხოვრებელი ფართებით სწრაფად დასაკმაყოფილებლად იყო განკუთვნილი და 25 წლიანი სარგებლობის ვადა ქონდა.

hruwevki-life-4

ბინებს ამ ტიპის შენობებში საბჭოთა მოქალაქეები უფასოდ იღებდნენ.
hruwevki-life-5

მიუხედავად იმისა, რომ “ხრუშოვკები” არაკომფორტული, დაბალჭერიანი და მცირეფართიანი ბინებისგან შედგებოდა, მანამდე საბჭოთა რეალობისთვის სტანდარტად ქცეულ “კომუნალკებთან” შედარებით წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, ვინაიდან აქ მცხოვრებლებს ნაცვლად საერთო სამზარეულოს, სველი წერტილების და მეზობლებთან იძულებითი კავშირებისა, შეეძლოთ უფრო მშვიდად ეცხოვრათ პრივატულ გარემოში.  hruwevki-life-10 hruwevki-life-11 hruwevki-life-12 hruwevki-life-13 hruwevki-life-15 hruwevki-life-17 hruwevki-life-21 hruwevki-life-4 hruwevki-life-1

Leave a Reply