კანადურმა უმცირესობების უფლებებზე მომუშავე ორგანიზაცია CIDI-მ (The Canadian Institute of Diversity and Inclusion) სოჭის ოლიმპიადის დაწყებასთან დაკავშირებით გამოაქვეყნა ვიდეო რგოლი სათაურით “ციგა”. ორგანიზაციის თქმით ვიდეო რგოლის მიზანი ზამთრის ოლიმპიადაში მონაწილე კანადელი სპორტსმენების მხარდაჭერა და ყურადღების გამახვილებაა იმ ჰომოფობიურ კანონებზე, რომლებიც რუსეთში 2012 წელს მიიღეს.

CIDI-ის დამფუძნებლის, მაიკლ ბახის, თქმით “რუსეთში გამეფებული დისკრიმინაციული გარემო მიუღებელია და ჩვენ გვინდა ჩვენი მხარდაჭერა გამოვხატოთ განსაკუთრებით იმ სპორტსმენების მიმართ, ვინც სოჭის ოლიმპიურ თამაშებში იღებს მონაწილეობას”. ვიდეო რგოლს ფონად ადევს The Human League-ის 80-იანი წლების ჰიტი Don’t You Want Me. 

მიუხედავად იმისა, რომ ვიდეო სულ რაღაც 4 დღის წინ განთავსდა იუთუბზე, ის უკვე 252 ათასზე მეტმა ადამიანმა ნახა.

Leave a Reply