6 თებერვალს “ნასამ” (NASA) მიიღო “Curiosity Rover”-ის მიერ 1 კვირის წინ გადაღებული ფოტო, რომელზეც მარსიდან გადაღებული დედამიწაა ასახული. “Curiosity Rover” რობოტია, რომელიც მარსის შესწავლის სამეცნიერო მისიის ნაწილია და 2012 წლის 31 ოქტომბერს დაეშვა მის ზედაპირზე. ფოტო მზის ჩასვლიდან 80 წუთის შემდეგაა გადაღებული და ნათლად ჩანს, რომ მარსის ცაზე დედამიწა ყველაზე ნათელი ვარსკვლავია.

იმ მომენტში, როდესაც ფოტოს გადაღება მოხდა დედამიწასა და მარსს შორის დაშორება 160 მილიონი კილომეტრი იყო. ჰორიზონტი ზუსტად იმ სტანდარტებითაა გადაღებული, როგორც ამას ადამიანი გააკეთებდა დედამიწის ზედაპირზე დგომისას. დედამიწის შემდეგ ყველაზე ნათელი ვარსკვლავი მთვარე აღმოჩნდა მარსის საღამოს ცაზე.

Leave a Reply