ამერიკელმა ფოტოგრაგმა, ფრენკ დეიმ, რომელიც ძირითადად მოგზაურობითა და სხვადასხვა კულტურებში არსებული არტეფაქტების აღმოჩენით არის დაკავებული, აფრიკაში მოგზაურობისას შექმნა საინტერესო სერია სილამაზის სალონებზე განთავსებული სარეკლამო წარწერების, რომლებიც ძალიან განსხვავებულია იმ პოსტერებისა და ბილბორდებისგან, რომელსაც ჩვენი თვალია მიჩვეული.salon 1

ნახატები ფოტოების ნაცვლად, ვარცხნილობები, რომელიც გასული საუკუნის ფილმებიდან გვახსოვს, ევროპული და ნაციონალური გარეგნობის სინთეზი, რკინის კარები გამოყენებული რეკლამისთვის –  ასეთია სილამაზის ინდუსტრია ეთიოპიაში. ფრენკის ფოტოებიდან ცხადი ხდება ისიც, რომ სილამაზის აღქმა სხვადასხვა კულტურებში სრულიად განსხვავებულია და ის, ვინც ეთიოპიელისთვის რეკლამისთვის გამოსაყენებელი ლამაზი ქალია, ევროპელს ან ამერიკელს შეიძლება სრულიად შეუმჩნეველი დარჩეს.  salon 2 salon 3 salon 4 salon 5 salon 6 salon 7 salon 8 salon 9 salon 10 salon 11 salon 12 salon 13 salon 14 salon 15 salon 16 salon 17 salon 18 salon 20 salon 21 salon 22

One Response

  1. შოშანა

    ჩვენთან უფრო მაგარი სალონებია :)

    Reply

Leave a Reply