“გარდიანის” ბლოგერმა ქრისტიან ჯონსმა მსოფლიო ხელოვნების ისტორიაში 10 ყველაზე სექსუალური ნახატი გამოაქვეყნა. იტალიური რენესანსი, ავსტრიული ექსპრესიონიზმი, იაპონური ეროტიული ხელოვნება თუ თანამედროვე ფოტოგრაფია –  მდიდარია ეროტიული ნამუშევრებით, მაგრამ ისინი, რაც ქრისტიანმა გააერთიანა, გამორჩეულია თავისი ესთეტიკით, მკვეთრი ეფექტითა და გამორჩეული შესრულების მანერით. 

 

1. ავსტრიული ექსპრესიონიზმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენლის, ეგონ შილეს შავ გეტრებში გამოწყობილი ქალი გასული საუკუნის დასაწყისში, 1913 წელს არის შექმნილი. შილე ერთ-ერთია იმ მხატვრებს შორის, რომლების ქალებს არა როგორც სათაყვანებელ და სრულყოფილ არსებებს, არამედ რეალური სიყვარულის ობიექტებად აღიქვამდა და ასევე ხატავდა. მან რამდენიმე წელი ციხეშიც კი გაატარა იმის გამო, რომ მისი ნამუშევრები პორნოგრაფიად შეაფასეს.

ეგონ შილე - ქალი შავი გეტრებით

ეგონ შილე – ქალი შავი გეტრებით

2. პიკასოს შემოქმედების ადრეულ ხანაში შექმნიკი ეროტიული სცენა დაახლოებით 1902-03 წლებით თარიღდება. ეს ერთ-ერთია იმ ეროტიულ ნამუშევრებს შორის, რომელიც ქალების დიდად მოყვარულმა მხატვარმა შექმნა.ხელოვნების კრიტიკოსები ხშირად აღნიშნავენ, რომ პიკასოს ეროტიულ ნახატებში ერთდროულად იგრძნობა როგორც სიყვარული, ასევე სიძულვილი და აგრესია ქალების მიმართ.

პაბლო პიკასო - ეროტიული სცენა

პაბლო პიკასო – ეროტიული სცენა

3. იაპონური ხელოვნების ერთ-ერთი მიმდინარეობის – შუნგას სტილის წარმომადგენლის, ჰოკუსაის 1814 წელს შექმნილი ნამუშევარი – “მეთევზის ცოლის ოცნება”, ისევე როგორც ზოგადად შუნგას სტილში შექმნილი სხვა ნამუშევრები, მართლად გამოირჩევა ეროტიულობით, ექსპრესიულობითა და განსაკუთრებული შესრულების მანერით. Tako_to_ama_retouched

4. გერმანული წარმოშობის სიურეალისტი მხატვრის, მერეტ ოპენჰაიმის ცნობილი ნამუშევარი, სადაც ბეწვისგან დამზადებული ფინჯანია გამოსახული, მართალია პირდაპირი მნიშვნელობით ეროტიკასთან არაფერ კავშირში არ არის, მაგრამ ასოციაციები, რაც მისი შექმნის დროიდან დღემდე მნახველებს უჩნდება, “გარდიანის” ბლოგერს ავტორს უფლებას აძლევს, ის 10 ყველაზე სექსუალურ ნამუშევართა სიაში შეიტანოს. ფინჯანი, რომელმაც მოგვიანებით ქალის კმაყოფილების სიმბოლოს მნიშვნელობაც შეითავსა, 1936 წელს შეიქმნა პარიზის ერთ-ერთ კაფეში, პიკასოსა და მის მეგობარ ქალთან ქალის სექსუალობაზე ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ.

მერეტ ოპენჰაიმი - ობიექტი

მერეტ ოპენჰაიმი – ობიექტი

5. იტალიური რენესასნსისთვის დამახასიათებელი ესთეტიკით შექმნილი ნახატი, რომელიც ანტონიო და კორეჯოს ეკუთვნის, დაახლოებით 1530 წელსაა შექმნილი. “იუპიტერი და იო” მითოლოგიით შთაგონებული ზღაპრული ნამუშევარია.

Öèôðîâàÿ ðåïðîäóêöèÿ íàõîäèòñÿ â èíòåðíåò-ìóçåå Gallerix.ru

6. მეოცე საუკუნის ამერიკელი ფოტოგრაფის, რობერტ მეპლტორპის შავ-თეთრი ნამუშევრების უმეტესობა უკიდურესად ეროტიულია, რაც ერთგვარად განპირობებულია იმ  თემებით, რომელსაც ფოტოგრაფი უტრიალებდა: სადო-მაზოხისტური კავშირები, ანდერგრაუნდ კულტურა, ადამიანის სხეულის მომხიბვლელობა, 60-70-იანელ ამერიკელთა ცნებები… ის, რაც რობერტის ეროტიულ ნამუშვრებს პორნოგრაფიისგან განასხვავებს, სუბიექტისადმი პატივისცემა და მისი ემოციების გადმოცემის სურვილია. 1977 წელს გადაღებული ფოტოც, რომელზეც მამაკაცია ასახული სად-მახოზისტური კლუბიდან, ერთ-ერთია იმ სხვა ნამუშევრებს შორის, რომელიც ცილდება ფოტორეპორტიორის ნამუშვარს და ხელოვნებას მიეკუთვნება.

რობერტ მაპლტორპი - ჯიმი

რობერტ მაპლტორპი – ჯიმი

7. 1977 წელს არის გადაღებული ჰელმუტ ნიუტონის ცნობილი ფოტოც – “სიყვარული ოფისში”. ავსტრიულ-გერმანული წარმომავლობის მქონე ფოტოგრაფი ძირითადად მოდის ინდუსტიის ფოტოგრაფირებითაა ცნობილი.

ჰელმუტ ნიუტონი - სიყვარული ოფისში

ჰელმუტ ნიუტონი – სიყვარული ოფისში

8. მეთვრამეტე საუკუნის მოქანდაკის, ანტონიო კანოვას სკულპტურა, სადაც ამური კოცნით აცოცხლებს ფსიქეს, ალბათ თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს შედევრად, სადაც აცენტირებულის სიყვარულის ძალა, სხეულის მომხიბვლელობა და ეს გადმოცემულია სრულიად ცივი, უემოციო მარმარილოს საშუალებით. სკუპლტურა 1787-93 წლებით თარიღდება.

ანტონიო კანოვა - ამური კოცნის ფსიქეს

ანტონიო კანოვა – ამური კოცნის ფსიქეს

8. ინგლისელი არტისტის, თრეისი ემინის ნამუშევარი, სადაც გამოსახულია ქალი მასტურბაციისას, ერთის მხრივ შილეს ნამუშევრების ასოციაციას იწვევს, მეორეს მხრივ აქცენტს აკეთებს ადამიანის მარტოობაზე, როგორც ბუნებრივ მდგომარეობაზე და მის სწრაფვაზე, იყოს კმაყოფილი და ბედნიერი. ნამუშევარი ყველა ზემოხსენებულთან შედარებით “ახალგაზრდაა” – ის 2009 წელსაა შექმნილი.

ტრეისი ემინი - ის, ვისაც უყვარს

ტრეისი ემინი – ის, ვინც გრძნობს სიყვარულს

10. ტიციანი ცნობილი ნახატი, სადაც გამოსახულია ქალი, ღმერთთან სიყვარულის მოლოდინში. იუპიტერი დანაესთან ოქროს წვიმის სახით მოდის. ნახატი გარდა თავისი ესთეტიკისა, გამორჩეულია იმითაც, რომ ესაა ერთ-ერთი წარმატებული მცდელობა რელიგიური ნარატივის და სექსუალური გამოცდლების სინთეზის.

ტიციანი - დიანა

ტიციანი – დიანა

One Response

Leave a Reply