10 თებერვალს ქარტული ელექტრო პოპ-დუოს, სვანსიხის პირველი EP გამოვიდა, რომელიც 5 ტრეკს აერთიანებს. “Disco day”, ასე ქვია მინი ალბომს, რომელიც გერმანულმა ლეიბლმა, Kiez Beats-მა გამოსცა. ლეიბლი ძირითადად Indie Dance, Nu Disco,Tropical House-ის ჟანრში მოღვაწე მუსიკოსებით ინტერესდება. 

ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, ანანო სიხარულიძე ამბობს, რომ Kiez Beats-ზე მათთვის საინტერესო მუსიკოსები ანთავსებენ ხოლმე თავიანთ ნამუშევრებს. შესაბამისად, როცა ლეიბლის არჩევაზე მიდგა საქმე, დიდი ფიქრის გარეშე მიმართეს მათ. “EP განთავსებულია ამ დროისთვის რამდენიმე ყველაზე ცნობილ საიტზე, სადაც შესაძლებელია როგორც  მოსმენა, ასევე  შეძენა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ჟანრში კონკურენცია დიდია და ქართული პროდუქტისთვის თავის დამკვირდება უფრო რთულია, არ უნდა შეწყვიტო მცდელობა, მოასმენინო შენი მუსიკა რაც შეიძლება მეტ ადამიანს. მნიშვნელოვანია, კარგად აარჩიო ის, ვისაც ასმენინებ შენს მუსიკას. ფაქტობრივად ამაზეა დამოკიდებული შემდეგი წარმატება.” 1900037_594555467291633_312362235_n

ალბომის გამოშვება ერთგვარად გავლილი გზის შეფასებაცაა. ანანო ამბობს, რომ სამომავლოდ მუსიკალური ჟღერადობის გამდიდრებას, მეტი ცოცხალი ინსტუმენტების შემოტანას და უფრო დიდ ნაბიჯებს გეგმავენ.

One Response

Leave a Reply