ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელიც წელს 64-ედ გაიმართა  საქართველო ორი ქართული ფილმით, ლევან კოღუაშვილის “შემთხვევითი პაემნებით” და თინათინ ყაჯრიშვილის “პატარძლებით” იყო წარმოდგენილი. კინოფესტივალი გერმანიის დედაქალაქში 6-დან 16 თებერვლის ჩათვლით მიმდინარეობდა. წელს ” ოქროს დათვის” მფლობელი ჩინელი რეჟისორის, დიაო ინანის ფილმი, “შავი დათვი, თხელი ყინული” გახდა. 

ჟიურის პრემია წილად ხვდა ამერიკელი რეჟისორის ვეს ანდერსონის ფილმს ”ბუდაპეშტის დიდი სასტუმრო”. საერთაშორისო ჟიურიმ კი საუკეთესო რეჟისორად ფილმი “Boyhood”-ის ავტორი ამერიკელი რიჩარდ ლინკლატერი დაასახელა.

რაც შეეხება ფესტივალში მონაწილე ქართულ ფილმებს, თინათინ ყაჯრიშვილის დოკუმენტური ფილმი, რომელიც საკმაოდ მცირე დროში, 27 დღეშია გადაღებული და  პატიმრების ცოლების ამბებს ყვება, ნაჩვენები იყო განყოფილება “პანორამაში” (განყოფილებაში, რომელიც ეძღვნება უცხოურ საავტორო ფილმებს, ნაჩვენები იქნება 36 ფილმი 29 ქვეყნიდან).  

bridesლევან კოღუაშვილის მხატვრული ფილმი კი, 40 წელს მიტანებული უცოლო მამაკაცზე, რომელიც ჯერ კიდევ მშობლებთან ცხოვრობს და რომანს გათხოვილ ქალთან აბამს “ფორუმში” აჩვენეს.get_img (1)

“შემთხვევითი პაემნების” მსოფლიო პრემიერა შემოდგომაზე, ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა. შემდეგ ფილმი წარმატებით უჩვენეს ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, ხოლო ნოემბერში აბუ-დაბის საერთაშორისო კინოფესტივალზე რეჟისორს სპეციალური პრიზი (სექცია “ახალი ჰორიზონტები”) და ფულადი ჯილდო გადაეცა.

 

 

4 Responses

  1. Kate

    უი, “შემთხვევითი პაემნები” ქართული მაყურებლისთვის არ არის ხელმისაწვდომი??? დამაინტერესა.

    Reply

Leave a Reply