ჯეიმს ქემერონის 1997 წელს გადაღებული ფილმი “ტიტანიკი” დღემდე რჩება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო და პოპულარულ ფილმად. ის “ოსკარის” 14 ნომინაციაზე იყო წარდგენილი და კინოს ისტორიაში ყველაზე მეტი, 11 “ოსკარის” მფლობელია. ფილმის გამოსვლიდან თითქმის 20 წელი გავიდა. ამ ხნის მანძილზე ბევრი რამ დაწერილა და თქმულა. თუმცა მაინც არსებობს ფაქტები, რომლებიც საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია:

1. ფილმის თავდაპირველი სახელი იყო  “Planet Ice”. ეს ერთგვარი ხრიკი იყო, რათა ფილმის სიუჟეტი მის გამოსვლამდე არავისთვის ყოფილიყო ცნობილი.

2. 20th Century Fox ჯეკის როლზე ლეონარდო დიკაპრიოსთან ერთად ტომ კრუზის, მეთიუ მაკკონაჰის და ბრედ პიტის კანდიდატურებსაც განიხილავდა, თუმცა ქემერონმა თავად გადაწყვიტა ამ როლზე ლეონარდო დიკაპრიო დაემტკიცებინა.

3. როუზის როლზეც სხვადასხვა კანდიდატურები განიხილებოდა. მადონა, გვინეტ პელტროუ, ჯოდი ფოსტერი, კამერონ დიაზი და ნიკოლ კიდმანიც კი. საბოლოოდ არჩევანი ქეით უინსლეტზე შეჩერდა.

3. “ტიტანიკი” ქემერონის რეჟისორობით გადაღებული მეათე ფილმია, მაგრამ ეს არის მისი პირველი ფილმი, სადაც არ იყნებენ ბირთვულ იარაღს. უფრო მეტიც, ცეცხლსასროლი იარაღიც კი არ ფიქსირდება.

4. ერთი და იგივე პერსონაჟის როლის შესრულებისთვის “ოსკარის” ისტორიაში პირველად იყო ნომინირებული ერთდროულად ორი სხვადასხვა მსახიობი: ქეით უინსლეტი და გლორია სტიუარტი. ამასთანავე 87 წლის გლორია იყო ყველაზე ასაკოვანი “ოსკარის” ნომინანტი. ის 100 წლის ასაკში 2012 წელს გარდაიცვალა.

5. ხელი, რომელიც როუზის პორტრეტის ხატვისას ჩანს, ჯეიმს ქემერონისაა და ეს მომენტი სარკეში არეკვლითაა გადაღებული, ვინაიდან ქემერონი სინამდვილეში ცაციაა, დიკაპრიოს გმირისგან განსხვავებით.

6. ფილმის გადაღება დაჯდა ბევრად მეტი (200 მლნ $), ვიდრე თავის დროზე ტიტანიკის აგება (7,5 მლნ $).

7. გიგანტური აუზის სიღრმე სადაც ფინალური სიუჟეტების გადაღება მიმდინარეობდა 0,9 მეტრი იყო. ქეით უინსლეტი იყო იმ მცირე მსახიობებს შორის, ვინც გადაღებების დროს სველ სამოსს ატარებდა, რის შედეგადაც მას ფილტვების ანთება დაემართა.

8. წყლის დარბაზში შემოვარდნის სცენა ერთი დუბლით გადაიღეს, ვინაიდან წყლის ნაკადი ავეჯს და დეკორაციებს მთლიანად დალეწავდა.

9. თავდაპირველად კაპიტან სმიტის როლზე რობერტ დე ნირო დაამტკიცეს, თუმცა კუჭ-ნაწლავის ინფექციის გამო, მან უარი განაცხადა.

10. საბოლოო ჯამში ქემერონმა ტიტანიკზე იმაზე დიდი დრო გაატარა, ვიდრე მისმა რეალურმა მგზავრებმა.

11. სცენარის დასრულების შემდეგ, სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ ვინმე ჯ. დოუსონი მართლაც დაიღუპა ტიტანიკის ჩაძირვის დროს.

12.  გემის დეკორაციების, ავეჯის და ფურნიტურის დიდი ნაწილის შექმნას ხელმძღვანელობდა კომპანია White Star Line, რომელმაც 1910 -1912 წლებში ტიტანიკის ინტერიერის შექმნაზეც იზრუნა.

13. ყველაზე ძვირი აპარტამენტი გემზე 4350 $ ღირდა, რაც დღევანდელი 75 000 ა.შ.შ. დოლარის ექვივალენტურია. 

14. “ტიტანიკი” იყო პირველი არამუსიკალური ფილმი, რომელმაც “ოსკარი” მიიღო, როგორც საუკეთესო ფილმმა, ასევე საუკეთესო მუსიკისათვის.

15. თავდაპირველად ქემერონს არ სურდა ფილმში ყოფილიყო სიმღერა, თუმცა მომღერალ სელინ დიონის სპეციალურად ტექსტზე შექმნილი “My Heart Will Go On”-ის მოსმენის შემდეგ, მან დაუყოვნებლივ შეიცვალა აზრი.

16. ჯეიმს ქემერონმა სცენარისთვის შექმნა 150 პერსონაჟი, თავისი ისტორიით.

17. თითოეულმა მსახიობმა გადაღებებამდე გაიარა 3 საათიანი ლექციის კურსი ქცევების და მანერების შესახებ, რომ ზუსტად მიმსგავსებოდნენ იმ დროინდელ ადამიანებს.

18. “ტიტანიკი” იყო პირველი ფილმი, რომლის ვიდეო კასეტები ჩაეშვა გაყიდვაში, სანამ მას კინოთეატრები აჩვენებდნენ.

19. გაყინულის ეფექტის შესაქმნელად, ჩაძირვის სცენის გადაღებებისას მსახიობებს თმაზე წასმული ქონდათ საპონი. რეალურად ის ბზინავდა და არა გაყინული წყალი.

20. ჯეკ დოუსონის მიერ ტიტანიკის ქიმზე წარმოთქმული ფრაზა “I’m the king of the world!” შესულია  AFI-ის ( American Film Institute) ყველა დროის 100 საუკეთესო ფრაზაში ფილმებიდან.

21. “ტიტანიკი” არის მეორე ფილმი, რომლის სიუჟეტი ამავე სახელწოდების გემის ჩაძირვას ეფუძნება. პირველი ასეთი ფილმი იყო “კავალკადა” (Cavalcade), რომელიც 1933 წელს გადაიღეს.

22. ფილმის სამუშაო ვერსიის ხანგრძლივობა მის მონტაჟამდე 36 საათიანი იყო.

23. ფილმის სიუჟეტის ხანგრძლივობა ზუსტად ემთხვევა იმ დროს, რა ხნის მანძილზეც ტიტანიკი იძირებოდა.

24. გადაღებების დასრულების შემდეგ კალიფორნიის სანაპიროზე აგებული გემი დაშალეს და გაიყიდა როგორც ჯართი.

25. მოხუცი ჩახუტებული წყვილი, რომელიც არ გარბის თავისი აპარტამენტიდან შემოჭრილი წყლის ნაკადის მიუხედავად, რეალურად არიან აიდა და აისიდორ შტრაუსები, “Macy’s” დამაარსებლები და მფლობელები, რომლებიც ტიტანიკზე დაიღუპნენ.

Leave a Reply