შავ-თეთრი მოკლემეტრაჟიანი ვიდეო კლიპი, რომელსაც უბრალოდ სარეკლამო რგოლს ვერ უწოდებ, “ოსკაროსანმა” და ამაზე ჯილდოს წლევანდელმა ნომინანტმა რეჟისორმა, მარტინ სკორსეზემ Dolce & Gabbana-ს დაკვეთით გადაიღო. ” The One” და “The One for Men” იტალიური ბრენდის სუნამოების ხაზის ახალი პროდუქტია და გათვლილია შეყვარებული წყვილებისათვის, რაზეც კიდევ ერთი ხაზგასმაა სარეკლამო რგოლში მონაწილე შეყვარებული წყვილი.

2014 წლის “ოსკარის” ნომინანტი მეთიუ მაკკონაჰი ანტიკვარული “ალფა რომეოთი” აკითხავს საყვარელ ქალს (სკარლეტ იოჰანსონი) ოცნებების ქუჩაზე, რათა წაიყვანოს სახლის სახურავზე და წყვილი დატკბეს ულამაზესი ხედით.

გადაღებები ჰოლივუდში და იტალიურ კინოსტუდია ჩინეჩიტეში მიმდინარეობდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს სკორსეზეს პირველი ნამუშევარი არ არის სარეკლამო ინდუსტრიაში.

Leave a Reply