“თუ დიასახლისი ხარ და შვილებზე ზრუნვას გირჩევნია, სამსახური გქონდეს მხოლოდ იმიტომ, რომ უკეთესად გაერთო, თუ შენ არაფერს ერიდები, რათა კომფორტული ცხოვრება მოიწყო და არ გადარდებს ამისთვის სხვისი მსხვერპლად გაწირვა – კაენის სულს ვერ მოიცილებ და მისი ხვედრის თანაზიარი გახდები.”

საშობაო ეპისტოლე, 2014 წელი

საქართველოს კათოლისოს-პარტიარქი ერთადერთი არ არის საქართველოში, რომელიც მზადაა ქალის მაგივრად გადაწყვიტოს მისი როლი საზოგადოებაში და თვლის, რომ ქალის საქმე მხოლოდ საოჯახო საქმიანობაა. გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ 2013 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, რომელიც საზოგადოების დამოკიდებულებებს იკვლევდა გენდერულ თანასწორობაზე პოლიტიკასა და ბიზნესში, გამოკითხულთა 79% იზიარებს აზრს, რომ ქალი უფრო მეტად ოჯახით ფასობს, ვიდრე სამსახურში წარმატებით. გამოკითხულთა უმრავლესობა (66%) ეთანხმება დებულებას, რომ ყველასთვის უმჯობესია, როცა კაცი მუშაობს, ხოლო ქალი სახლს უვლის photo

ის, რასაც პატრიარქმა გართობა უწოდა და რასაც საზოგადოების უმეტესობა ქალისთვის არასასურველად მიიჩნევს, საქართველოში სამწუხაროდ ბევრი ქალისთვის თავის გადარჩენის ერთადერთი გზაა. დასაქმებული ქალების უმეტესობას ოჯახის მარჩენალის მძიმე ტვირთი აწევს კისერზე. გარდა ოფიციალურად დასაქმებული ქალებისა, რომლებიც როგორც წესი უფრო დაბალ ხელფასს იღებენ ვიდრე იმავე პოზიციაზე მყოფი მამაკაცები და რომლების ინტერესებსაც ნაკლებად პასუხობს დღეს მოქმედი შრომის კოდექსი, ძალიან დიდია იმ ქალების რიცხვი, რომლებიც თვითდასაქმებულებიი არიან და ძირითადად  მძიმე და გაუსაძლის პირობებში მუშაობით ცდილობს ოჯახის წევრების დაცვას შიმშილისგან. სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის მონაცემებით თვითდასაქმებული ქალების რიცხვმა 2012 წელს 544,3 ათასი შეადგინა. აღსანიშნაცია ისიც, რომ  ციფრი მზარდია წინა წლებთან  შედარებით. ამავე დეპარტამენტის მონაცემებით 2010 წელს თვითდასაქმებული ქალების რიცხვი თითქმის 7 ათასით ნაკლები, 475 ათასი იყო. გარდა მძიმე ფიზიკური დატვირთვისა, ქალებზე, რომლებიც არ ემორჩილებიან მათთვის მოგონილ სოციალურ როლებს და აქტიურ ცხოვრებას ირჩევენ,  ხშირად ხორციელდება ფსიქოლოგიური ძალადობა ოჯახის წევრებისა და საზოგადოებისგან. _DSC7211

მაგალითად 23 წლის კ., რომელსაც ორი შვილი ყავს,  უკვე მეშვიდე წელია დილიდან საღამომდე დასვენების დღეების გარეშე მუშაობს. კ.-მ სწავლა მეცხრე კლასიდან შეწყვიტა. “მამა არ მყავს, დედა მარტო გვზრდიდა მე და ჩემ ძმას. პატარა მაღაზია ქონდა და იქ ვეხმარებოდი. მალევე ვისწავლე ხელობა, თმის შეჭრა და სალონში დავიწყე მუშაობა.” ამავე სალონში გაიცნო მომავალი ქმარი, რომელსაც  მძიმე ხასიათის, უსაფუძვლო ეჭვიანობისა და ძალადობის ფაქტების გამო თვენახევარში დაშორდა.ეჭვიანი იყო, დედაჩემთან ურთიერთობასაც კი მიშლიდა. ამიტომ, ოჯახის წევრებს არ დაუშლიათ მასთან გაშორება, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი “განათხოვარის” სტატუსი მათთვის სამარცხვინო იყო. სწორედ ამ სირცხვილის გამო მალევე გარიგებით გამათხოვეს მეზობელ სოფელში. მეორე ქმარი პირველზე უარესი აღმოჩნდა. თითქმის ყოველ დღე ნასვამი მოდიოდა სახლში, ჩხუბობდა და ყურადღებას არ მაქცევდა, არც მუშაობის უფლება მქონდა. ექიმთანაც კი დედაჩემის მოცემული ფულით მივდიოდი, იმდენად არაფრად მაგდებდა. ამბობდა, რომ ვალები ქონდა და ჩემს სამკაულებს ყიდდა, რაც გათხოვებამდე ჩემი ხელფასით მქონდა ნაყიდი.” კ.-ს ორი შვილი ეყოლა. პირველი ბიჭი მძიმე დიაგნოზით, თავის ტვინის თიაქარით დაიბადა და როგორც სამშობიაროში უთხრეს, რამდენიმე საათში დაიღუპა. ერთი წლის მერე გოგონა ეყოლა, რომელიც მამის აგრესისის ახალი ობიექტი გახდა. კ. მიხვდა, რომ საქმე უკვე არა მხოლოდ მის, არამედ ბავშის ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას ეხებოდა და ისევ დედასთან დაბრუნდა საცხოვრებლად. “9 თვის იყო ბავშვი, დედასთან რომ დავბრუნდი. ყოველდღე ვხვდებოდი, როგორი ნერვიული ხდებოდა  ჩხუბსა და აყალ-მაყალში. მალევე ვიშოვე სამსახური სალონში, ბავშვს დედას ვუტოვებდი და დილიდან საღამომდე ვმუშაობდი. დაახლოებით 1 წლის შემდეგ უცნობმა ქალმა დამირეკა და მკითხა, ჩემს შვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილების შეცვლას ხომ არ ვაპირებდი. ვიფიქრე, ვინმეში ვეშლებოდი. აღმოჩნდა, რომ ჩემს პირველ შვილზე მელაპარაკებოდა, რომელიც ცოცხალი გადარჩენილა და დედამთილის გადაწყვეტილებით სამშობიაროდან ბავშვთა სახლში წაუყვანიათ.  ქმარიც და მისი ოჯახის წევრებიც დღემდე მალავენ ამ ბავშვის არსებობას, რცხვენიათ, რომ მათ ოჯახში “ავადმყოფი” ბავშვი გაჩნდა.”

 კ. – ს ბიჭი დღემდე ბავშვთა სახლში ცხოვრობს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მას  განსაკუთრებული ყურადღება, მკურნალობა და მოვლა ჭირდება, რომლითაც სახლში მისი უზრუნველყოფა რთულია. “საღამოობით მივდივარ ხოლმე, ვნახულობ, თავშესაფარში ყველაფერი აქვს, რაც ჭირდება, მაგრამ მშობლის სითბოს მაინც ვერაფერი შეუცვლის. ამიტომ ვცდილობ ხშირად მივიდე. ჩემს ყოფილ ქმარსაც ვთხოვე, ენახა ხოლმე ბავშვი, მაგრამ დღემდე არ მისულა. “ავადმყოფს” კი არა, ჯანმრთელ შვილსაც არ ნახულობს.” კ. ახლაც სალონში მუშაობს, დილის 9-დან საღამოს 10-მდე. სამსახური მერე სახლებს ალაგებს და სახლში შუაღამისას მიდის. ამბობს, ბავშვებს მამა ალიმენტს მაინც რომ უხდიდეს, კვირაში ერთ დღეს დაისვენებდა და თავის გოგონასთან გაატარებდა, რომელიც უშედეგოდ ელის, როდის “დაეთხოვება დედა უფროსს”. _DSC7264მრავალწლიანი მძიმე მუშაობის ისტორია აქვს 32 წლის ლ. – საც, რომელიც 15 წლის ასაკში მოიტაცა მომავალმა ქმარმა. ქმარი ოჯახის შექმნიდან რამდენიმე თვეში დაიჭირეს, მშობლებმა კი რძალი აიძულეს უკან, საკუთარ სახლში დაბრუნებულიყო, ბავშვი კი მათთან დაეტოვებინა.  “წლის და 8 თვის იყო ჩვენი შვილი, როცა მშობლებთან დავბრუნდი. მიუხედავად იმისა, რომ არანაირი შემოსავალი არ მქონდა და არც მშობლებს შეეძლოთ ჩვენი უზრუნველყოფა, ბავშვი მაინც არ დავტოვე ქმრის ოჯახში. რამდენიმე თვე ფაქტობრივად ვშიმშილობდით. მერე ბავშვი ბაღში მივიყვანე და სამრეცხაოში დავიწყე მუშაობა, დღეში 2 ლარს მაძლევდნენ. სამრეცხაოდან თონეში გადავედი, აქ უკვე 2,50-ს მიხდიდნენ და + 2 პურსაც მატანდნენ. იქიდან კომპიუტერული თამაშების ცენტრში, ნაკლებად მძიმე სამუშაო იყო,  ცოტა დანაზოგიც გავაკეთე და ვაჭრობა დავიწყე. ნელ-ნელა მოვძლიერდი, ჩემი ქმარი რომ გამოვიდა ციხიდან, ჯანმრთელობა ძალიან ქონდა შერყეული და იმასაც მე ვუვლიდი.” ლ-ს მეორე შვილიც ეყოლა, რომლის გაჩენიდან რამდენიმე თვეში ქმარი გაშორდა.

ახლა უფროსი შვილი 15 წლისაა, უმცროსი 6-ს. ამ წლების განმავლობაში საკუთარი სახლის ყიდვაც შეძლო და ოჯახის სხვა წევრებსაც ეხმარება. წუხს იმაზე, რომ მიმე პირობების გამო პირველი შვილის განვითარებაზე ზრუნვას სათანადო ყურადღება ვერ დაუთმო და ცდილობს, მეორეზე გამოასწოროს. ამბობს, რომ შემდეგი მიზანი შვილებისთვის განათლების მიცემაა და ბრაზდება იმ ქალებზე, რომლებიც მხოლოდ დიასახლისობით არიან დაკავებულები და მაინც გამუდმებით დაღლილად გამოიყურებიან. _DSC7276

მუშაობა უწყვეტ რეჟიმში ხშირ შემთხვევაში მანამ გრძელდება, სანამ ქალი ქმედუნარიანია. მაგალითად 61 წლის მ. უკვე მეოცე წელია ყვავილებს ყიდის ერთ-ერთ ეკლესიასთან. 31 წლის შვილი ყავს, რომელიც მიუხედავად სამხედრო განათლებისა და სამუშაო გამოცდილებისა, უკვე მეორე წელია უმუშევარია, ამიტომ მ. იძულებულია დილის 6 საათიდან საღამოს 9-მდე იდგეს ქუჩაში და იმ რამდენიმე ლარით, რაც დღის ბოლოს რჩება, შვილისთვის და შვილიშვილისთვის საჭმელი იყიდოს.

_DSC7161

შვილიშვილებისთვის მუშაობს 67 წლის ნ.-ც, ცელოფნებისგან და მუყაოს ყუთებისგან შეკოწიწებულ ფარდულში ჟურნალ-გაზეთებს ყიდის. პროფესიით ქიმიკოსი ბოლო წლების განმავლობაში პრესის ჯიხურში მუშაობდა. ორი წლის წინ მერიის მიერ გამოცხადებულ პრესის ჯიხურების ტენდერში მონაწილეობა ვერ მიიღო და მას შემდეგ დარჩა ავდრისა და მზის პირისპირ ღია ცის ქვეშ. ნ., რომელსაც მეუღლეც და შვილიც გარდაცვლილი ყავს, 2 შვილიშვილს ზრდის რძალთან ერთად, რომელიც ასევე სრული სამუშაო გრაფიკით მუშაობს ერთ-ერთ სასტუმროში._DSC7157

საეკლესიო ნივთებს უკან ჩამალულ თეთრეულსა და წინდებს ყიდის 62 წლის ი.-ა, რომელიც ამბობს, რომ გარე ვაჭრობა მისი ჯანმრთელობის მქონე ადამიანისთვის (ინსულტი აქვს გადატანილი) დაუშვებელია, მაგრამ მეტი გზა არ აქვს, უკიდურესი სიღარიბის ზღვარზე მყოფი ოჯახისთვის მისი რამდენიმელარიანი მოგება ზოგჯერ ერთადერთი შემოსავალია: - “ორი შვილი მყავს, გოგო და ბიჭი. გოგო და სიძე ესპანეთში არიან. მუშაობენ, მაგრამ ქირით ცხოვრობენ და ისე უჭირთ, დასარეკი და სმს-ის გამოსაგზავნი ფულიც კი არ აქვთ. იმათ შვილს მე ვზრდი. ბიჭიც მყავს, მაგრამ იმასაც უჭირს სამუშაოს პოვნა. სანტექნიკია, ხან მუშაობს, ხან ვერა. იმასაც ყავს შვილი, თუ რამეს შოულობს, ბავშვს ახმარს, კიდევ მე ხო არ შევაჩერდები ხელში.” - ამბობს ი. და მთხოვს მისი ნომერი ჩავიწერო, იქნებ მასალის გამოქვეყნების შემდეგ ვინმეს მისი დახმარების სურვილი გაუჩნდეს, თან რვეულს მაჩვენებს, სადაც ბოლო დღის განმავლობაში გაყიდულ ნივთებს ინიშნავს. ამბობს, რომ საეკლესიო ნივთები ისე კარგად არ იყიდება, როგორც ტანსაცმელი, რომლის გამოტანასაც პატრული უშლის და იძულებულია დამალოს. cats54 წლის გ. თებერვლის ბოლოდან მარტის დასაწყისამდე ყვავილებს ყიდის, წელიწადის სხვა დროს ხილ-ბოსტნეულს. ღია ცის ქვეშ დილის 7-საათიდან საღამოს 10-მდე მიღებული შემოსავლით  ოჯახს ინახავს. “ჩემი ქმარიც მუშაობდა, მერე ავად გახდა, სამი დღე ვერ მივიდა სამსახურში და გამოუშვეს. ახლა ის სახლში ზის თბილად, მე აქ ვარ. კიდევ კარგი, ჯანმრთელობა აღმომაჩნდა კარგი და ვუძლებ. სიყვარულის დღეს ღამეც აქ გავათენეთ. ბევრი ყიდულობდა ყვავილებს და აღარ წავედი სახლში.” _DSC7240ოჯახის მარჩენალი ქალების რაოდენობა ქვეყანაში არსებული ქალების 30%-ს უტოლდება. მიუხედავად იმ უზარმაზარი ენერგიისა, რასაც  ქალები ყოველდღიურად გასცემენ, ითვლება, რომ ეს მათი საქმე არ არის, არც საჭიროა და ისინი ამით ერთობიან. ეს რეალობა განსაკუთრებით მტკივნეულია მაშინ, როცა სიღარიბის პირისპირ მყოფ ქალს “გასართობისგან” თავის დახნის გზა უბრალოდ არ აქვს. დედებს, რომლებიც მარტო ზრდიან შვილებს, მხოლოდ ალიმენტის მიღება შეუძლიათ ბავშვების მამებისგან, სახელმწიფოს მსგავსი შემთხვევებისთვის არანაირი დახმარების მექანიზმი არ აქვს. ალიმენტის გადახდა ხშირ შემთხვევაში პრობლემურია, ვინაიდან კაცები, რომლებიც არარეგისტრირებულ სამუშაოს ასრულებენ, ადვილად არიდებენ თავს თანხის გადახდას. ასე მოხდა მაგალითად კ.-ს შემთხვევაში, რომელსაც დღემდე სასამართლო დავა აქვს ყოფილ მეუღლესთან. სახელმწიფო დახმარების გარეთ რჩებიან ასევე ის ბავშვები, რომლებსაც ყავთ მშობლები, რომლებიც  მოცემულ მომენტში ვერ ზრუნავენ შვილზე (მაგ: საზღვარგარეთ არიან, ჯანმრთელობა არ უწყობთ ხელს და ა.შ.).

Leave a Reply