18 იანვარს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში გაიხსნა „პატარა თავისუფალი ბიბლიოთეკა“. ბიბლიოთეკა – ღია ცის ქვეშ განთავსებული, წიგნებით სავსე, პატარა ყუთი – დაეფუძნა პრინციპს: „წაიღე და მოიტანე წიგნი“. ჩვენ დავინტერესდით, რა წიგნებია განთავსებული ბიბლიოთეკაში ამ დროისთვის. 

აღმოჩნდა რომ იქ  გახსნის დღეს არსებული წიგნებიდან აღარცერთი აღარ არის. სანაცვლოდ შეგიძლიათ წაიკითხოთ: ილია ჭავჭავაძის – “კაცია ადამიანი”, “სიმღერა ნიბელუნგებზე, ლუიტპოლდ შტაიდლეს – “ვოლგიდან ვაიმარამდე”, თომას მანის მოთხრობები, ამირან სვიმონიშვილის – “სამკვიდრო”, “1921 წლის რუსეთ-საქართველოს საბრძოლო მოქმედებების ისტორიიდან”, ანტონ ჩეხოვის “მსუქნები და გამხდრები”, გონჩაროვის – “ჩვეულებრივი ისტორია” და “საუბრები ქართულ ლიტერატურაზე” გია ალიბეგაშვილის, გია მურღულიას და ვასილ მაღლაფერიძის ავტორობით. თავისუფალ ბიბლიოთეკაში ასევე შესაძლებელია გაზეთ “დიზაინ თბილისის” ძველი ნომრების ნახვა.

??????????????????????????????? _DSC7466 _DSC7467 _DSC7468 _DSC7469 ???????????????????????????????

Leave a Reply