შაბათს, 01 მარტს 18:00 საათზე მიქელაძის სახელობის ეროვნული მუსიკალური ცენტრის შენობაში გაიხსნება ქართული ვიდეო ხელოვნების გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება 21 ქართველი მხატვრის ვიდეო ნამუშევარი. გამოფენის მომზადებამდე დამოუკიდებელი პლატფორმის “აქტივი კულტურისთვის” მიერ განხორციელდა ქართული ვიდეო ხელოვნების კვლევა და  ელექტრონული არქივისთვის ნამუშევრების შეგროვება-დოკუმენტაცია, რომელიც უკვე ანთავსებულია ინტერნეტ სივრცეში. 

ელექტრონული არქივი 80 ქართველი არტისტის 400-მდე ვიდეო ნამუშევარს მოიცავს, შესაბამისი კატეგორიზაციითა და ქრონოლოგიით. გამოფენის დასრულების შემდეგ, 2014 წლის აპრილის ბოლოს გამოიცემა პუბლიკაცია რომელშიც წარმოდგენილი იქნება კვლევის შედეგად დამუშავებული ტექსტური მასალა, ასევე 5 სხვადასხვა ავტორის ხედვა ქართულ ვიდეო ხელოვნებასთან მიმართებაში.

agcerebi_A2.indd
ტერმინ “აღწერების”  გამოყენებისას ხშირად ვგულისხმობთ ობიექტურ, ცხად სიმართლეს/რეალობას. ქართული ვიდეო ხელოვნება, როგორც დამოუკიდებელი მედიუმი, რომელიც ამავდროულად მოიცავს რეალობის აღწერის მისთვის დამახასიათებელ სუბიექტურ და ალერნატიულ ხედვას, 90-იანი წლებიდან დღემდე ვითარდება, როგორც პარალელური, უხილავი დინება.

80-იანი წლებიდან მოყოლებული, ქართულმა ხელოვნებამ გაიარა განვითარების გზა, რომელიც თანმდევი იყო სოციო-კულტურულ რეალობასთან შესაბამისობაში მყოფი დომინანტი, ჰეგემონიური დისკურსისა. მიუხედავად იმისა, რომ ყოვლისმომცველი კონტექსტუალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ საფუძვლიანი რეტროსპექტივის პირობებში, გამოფენა “აღწერები” მიზნად ისახავს, მეტ-ნაკლებად ობიექტურად ასახოს ქართული ვიდეო ხელოვნების განვითარების 23 წლიანი გზა, წარმოდგენილი ოცდაერთი ხელოვანის ნამუშევრით.

მონაწილეობენ:
ანა მარტიაშვილი / ანა ჩადუნელი  / გეგი ხაბურზანია / გიო სუმბაძე / დიმიტრი ცუცქირიძე / ვასილ მაჭარაძე / ვატო წერეთელი /თამარ მაღლაფერიძე / თამარ ჩადუნელი / თემო ჯავახიშვილი / იარე / ილიკო ზაუტაშვილი / კოკა რამიშვილი / კოკა ვაშაკიძე /კოსტანტინ მინდაძე / ლევან ჭოღოშვილი / მამუკა ჯაფარიძე / ნიკო ლომაშვილი / ნიკო ცეცხლაძე / ნინო სეხნიაშვილი / სოფიატაბატაძე / თეონა ჯაფარიძის არქივი

კურატორები : ალექსი სოსელია / გალაქტიონ ერისთავი /
გიორგი სპანდერაშვილი / თათა მუსხელიშვილი

გამოფენის გახსნა: 01/03/2014.  19:00 სთ.
მისამართი: აღმაშენებლის გამზ. 127. (ეროვნული მუსიკალური ცენტრი / ყოფილი რკინიგზელთა სახლი)

დასწრება თავისუფალია

გამოფენა გაგრძელდება 2014 წლის 15 მარტამდე
არქივის მომზადება შესაძლებელი გახდა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მცირე სახელოვნებო საგრანტო პროგრამის ფარგლებში.

Leave a Reply