“ბიძია დობრი” – ასე უწოდებენ 98 წლის დობრი დობრევს, რომელსაც ბულგარეთის დედაქალაქ სოფიას მცხოვრებლებსა და სტუმრებს ხშირად ხვდება  მოწყალების სათხოვნელად ხელგაწვდილი. მოხუცი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანია. 2000 წელს მან მთელი თავისი ქონება ბულგარულ მართლმადიდებლურ ეკლესიას შესწირა, ხოლო დანაზოგი –  50 ათასი აშშ დოლარი, ობოლთა თავშესაფარს.

ის ამჟამად თავის მშობლიურ სოფელ ბეილოვოში ცხოვრობს და ხშირად უწოდებენ “ბეილოვოელ წმინდას”.

ფიცრული, სადაც ის თავს აფარებს წმიდა კირილესა და მეთოდეს სახელობის ეკლესიის ეზოშია განთავსებული და ყოველგვარ კომფორტს მოკლებულია. ბიძია დობრის პენსია დაახლოებით 100 აშშ დოლარს შეადგენს. გარდა ამისა, ის ყოველ დილით 10 კმ-ს გადის ფეხით დედაქალიქისკენ, სადაც გამვლელებისგან მოწყალებას ითხოვს.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ბიძია დობრი ასეთ ფორმით ნაშოვნ ფულს დღემდე  მთლიანად ობოლთა თავშესაფარს ახმარს. ის ბავშვებისადმი დიდი სიყვარულით გამოირჩევა და ძნელი შესამჩნევი არ არის, როგორი  სიყვარულით ექცევა ქუჩაში პატარებს.

კეთილი თვალები, თბილი ღიმილი და მისი უბრალო ჩაცმულობა, ყველა ადამიანში სიყვარულს და თანაგრძნობას იწვევს.

Leave a Reply