წარმოშობით გერმანელი, ბრაზილიაში დაბადებული და ლოს ანჯელესში მცხოვრები ფოტოგრაფი, მონა კუნი, რომლის ნამუშევრებში განსაკუთრებული ყურადღება ადამიანის სხეულსა და მის სილამაზეზეა გაკეთებული, ფოტოწიგნს უშვებს, რომელსაც “პირადი” ერქმევა. წიგნის სახელწოდება ყველაზე კარგად ასახავს ფოტოგრაფის მუშაობის სტილს, რომელიც არასოდეს არ იყენებს გადასაღებად პროფესიონალ მოდელებს. ყველა, ვინც მის ობიექტივში ხვდება ახლო მეგობარი თუ არა, კარგი ნაცნობი მაინც არის. 

3876_680მონა თავის მოდელებთან უჩვეულოდ ფაქიზად და ფრთხილად მუშაობს, ალბათ ამიტომაა რომ მისი ფოტოები მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად სრულიად შიშველ ადამიანებს ასახავს, ეროტიულ ნამუშევრებზე მეტად ფერწერას გავს.

L_04 მონა ამბობს, რომ გარდა ესთეტიკისა, სიშიშვლე მისთვის არის საშუალება, გვერდი აუაროს სოციალურ ნიშნებს, სტატუსის სიმბოლოებს  და აქცენტი გააკეთოს არა იმ ტანსაცმლის სტილსა და მარკაზე, რომელიც ადამიანს აცვია, არამედ პირადად მასზე, როგორც ლამაზ ქმნილებაზე, რომელიც თავისთავად მიმზიდველი და მშვენიერია. L_02 L_02_ MK_Doppelganger09 A 0547 MK_Scena MonaKuhn_Portrait55 R_11_

გარდა ახალგაზრდა სხეულების მშვენიერებისა, მონას მეორე გატაცებაც აქვს – ბუნება, რომელსაც ასეთივე რუდუნებითა და სიყვარულით იღებს, როგორც ადამიანებს.

987_680

Leave a Reply