თბილისში, საბჭოს მოედანზე მდებარე ერთ-ერთი მიტოვებული შენობის კედელზე ქაღალდზე წითელი მარკერით ნაწერი წერილებია გაკრული, რომელიც პოლიტიკოსებისა და მასმედიის საშუალებებისადმი მიმართვის ტექსტებს შეიცავს. საჯარო მიმართვების ანონიმი  ავტორი ერთგვარი რუპორია საზოგადოებაში არსებული მცდარი წარმოდგენებისა დემოკრატიასა და ცივილიზაციაზე. წერილებიდან აშკარაა მისი პოლიტიკური სიმპატიებიც. 

“ხალხო არც ბაჩანა, არც ვანო, არც ადეშვილი დამნაშავე არ ყოფილა. მაშინ გამოუშვით ესენი გარეთ და დაგვიჭირეთ ჩვენ. ეს იქნება სიმართლე. დაგვღალა ამ დემოკრატიობანას თამაშმა.”

IMG_1907

“მოუწოდებთ პირველ არხს, იმუშავეთ ისე, როგორც ნამდვილი ხალხის ტელევიზიას შეეფერება. თუ არ გინდათ ასე დაუთმეთ სხვას ტელევიზია.  თქვენ ჩვენ გაფინანსებთ გაჭირვებული ხალხი და ნება იბოძეთ და  იმუშავეთ ისე, როგორც ხალხის ქართველი ხალხი მოითხოვს ამას. ნუ გაუსწრებთ რუსთავი 2-ს სიძულვილში.”

“ხალხო, რა მოაქვს ცივილიზაციას. რა მოაქვს და გარყვნილება, ოჯახების ნგრევა, ქვეყნების დაშლა, ყველა უბედურებების დაკანონება, ერთსქესიანთა ქორწინება, კაცობის უარყოფა. როგორ ვცხოვრობდით ადრე და რას დავემსგავსეთ ახლა. ყველა დავაკვირდეთ ჩვენს თავს”IMG_1908 IMG_1909

3 Responses

Leave a Reply