ინლისელმა ფოტოგრაფმა ენდრიუ ვაითმა ფოტოპროექტ “The Legographer”-ის მთავარ მთავარ მოქმედიად პერსონაჟად  “LEGO”- ს სათამაშო ფოტოგრაფი კაცუნა გამოიყენა. ფოტოების გადაღების პროცესი მარტივია:  ენდრიუს ჯიბით დააქვს ორი ნივთი, რომლითაც 365 დღიან ფოტოპროექტს ახორციელებს. ესენია: სათამაშო კაცუნა და iPhone 4S. დიახ!  ენდრიუ სწორედ სმარტფონის გამოყენებით იღებს  ფოტოებს და ირწმუნება, რომ ასე უფრო მარტივი და მოსახერხებელია აღწერო “LEGO”-ს სათამაშოს მოგზაურობა დიდ ბრიტანეთში და მისი ფარგლების გარეთ.

ენდრიუს მიერ გადაღებული ფოტოები იმდენად რეალური და ბუნებრივია, ვერც კი წარმოიდგენ რომ ეს ყვითელი კაცუნა რეალურად ფოტოგრაფი არ არის.

პროექტი კვლავაც გრძელდება და როგორც ენდრიუ თავის ბლოგზე წერს, ამის მთავარი სტიმული საზოგადოების დიდი ინტერესია პატარა LEGOგრაფის მიმართ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფოტოპროექტი “მინიატურული ბეტმენის საიდუმლო ცხოვრება” ფოტოგრაფმა რემი ნოელმა განახორციელა.

legographer_lego_photography_06

Leave a Reply