თებერვლის ბოლო დღეს გთავაზობთ იმ სტატიების ხუთეულს, რომელმაც ჩვენი მკითხველის ყურადღების მიპყრობა ყველაზე უკეთ მოახერხა. აქტუალურია ქალებთან დაკავშირებული საკითხავები, რასაც ცხადყოფს განსაკუთრებული ინსტერესი 62 წლის მოდელის შესახებ, რომელიც თეთრეულის რეკლამაში გადაიღეს და ნახატების სერია, რომელიც ქალებისა და საჭმელების ურთიერთობის ინტიმურ პროცესს ასახავს. ასევე საინტერესო აღმოჩნდა გასულ თვეში ნახატების თემატიკა. ქართველი მხატვრის, მარი გვახარიას ინტერპრეტირებულმა ფიროსმანმა და ყველაზე სექსუალურ არტ ნამუშევრებად დასახელებულმა ნამუშევრებმა ასევე წარმატებით მოახერხეს თქვენი ყურადღების მიქცევა.

  • 62 წლის მოდელი თეთრეულის რეკლამაში  თეთრეულის მწარმოებელმა ცნობილმა ბრენდმა “American Apparel“-იმ, რომელიც ადვილად დასამახსოვრებელია თავისი  პროვოკაციული მარკეტინგული სვლებით და რეზონანსული სარეკლამო კამპანიებით, ამჯერად პროდუქციის რეკლამირებისთვის 62 წლის მსახიობი, ჯეკ ო’შოგნესი მიიწვია. American Apparel-ის მიმდინარე სარეკლამო კამპანიის სლოგანია: – “სექსუალობას ვადა არ გადის”
  • მადა ცენზურის გარეშე – “საზოგადოება გამუდმებით მოუწოდებს ქალს, იზრუნოს საკუთარ გარეგნობაზე, იყოს თხელი და სტანდარტული. თითქოს ავიწყდებათ, რომ ქალებსაც აქვთ მადა და აწუხებთ შიმშილის გრძნობა. ვფიქრობ, ჩემი ნამუშევრების ნახვის შემდეგ ქალები შეწყვეტენ საკვების მხოლოდ თვალიერებით ტკბობას და მიხვდებიან, რომ მადა ცენზურას არ უნდა დაუქვემდებარო,”  – ამბობს ლი, ამერიკელი ნატურალისტი მხატვარი, რომელმაც შექმნა სერია ქალებისა და საკვების ურთიერთობის შესახებ. 
  • თანამედროვე ფიროსმანი – რატატუი მზარეულის კისერზე, მეთევზე აირწინაღით ან სპაიდერმენის მოსასხამით, “აქტრისა მარგარიტა”, რომელიც კლავს ნიკოს – ეს ილუსტრატორ მარი გვახარიას ინტერპრეტირებული ფიროსმანია, თანამედროვე რეალობასთან ინტერპრეტირებული.  
  • ლოდინი – ოჯახური ისტორიები – რუსი ფოტოგრაფის, ჟანა რომანოვას ფოტოსერია “ლოდინი” 40 ამბავს ყვება ოჯახებისას, რომლებიც ახალ წევრს ელოდებიან. 40 შერჩეულია კვირათა რაოდენობის მიხედვით, რაც ნაყოფს დედის მუცელში ყოფნისთვის ჭირდება.  თითოეულ ფოტოზე ასახულია მძინარე წყვილი – კაცი & ორსული ქალი . ფოტოები გადაღებულია ადრე დილით, როცა როგორც ჟანა ამბობს, ადამიანები ყველაზე ნაკლებად ზრუნავენ, როგორ გამოიყურებიან და როგორია მათი საცხოვრებელი სივრცე. 
  • 10 ყველაზე სექსუალური არტ ნამუშევარი - იტალიური რენესანსი, ავსტრიული ექსპრესიონიზმი, იაპონური ეროტიული ხელოვნება თუ თანამედროვე ფოტოგრაფია –  მდიდარია ეროტიული ნამუშევრებით, მაგრამ ისინი, რაც “გარდიანის” ბლოგერმა ქრისტიანმა გააერთიანა, გამორჩეულია თავისი ესთეტიკით, მკვეთრი ეფექტითა და გამორჩეული შესრულების მანერით. 

Leave a Reply