მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანი ადამიანი, იაპონელი მისაო ოკავა 5 მარტს 116 წლის ხდება. მისაო “ტელეგრაფთან” საუბრისას ამხელს ხანგრძლივი ცხოვრების მისეულ საიდუმლოს:  ჯანმრთელი კვება (მისი დღიური რაციონი ძირითადად სუშისგან შედგება) და დღეში 8 საათიანი ძილი, – ესაა ის, რასაც ყველას ურჩევს. “ისწავლეთ რელაქსაცია და იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე.”1898 წელს კიმონოების მკერავის ოჯახში დაბადებული უხუცესი, რომელსაც სამ სხვადასხვა საუკუნეში უცხოვრია ცხოვრების ბედნიერ მომენტებად თავისი ქორწილისა და 3 შვილის დაბადების დღეებს ასახელებს. ყველაზე სევდიანი მოგონება კი მისი მეუღლის გარდაცვალებაა. japan5_2838812a

ოკავას 2 ქალიშვილი, ერთი ვაჟი, 4 შვილიშვილი და 6 შვილთაშვილი ყავს. მოხუცი  ბოლო 18 წელია ოსაკაში მდებარე თავშესაფარში ცხოვრობს. თავშესაფრის პერსონალი ასევე ადასტურებს მის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ცხოვრების ჯანმრთელი წესისადმი. 116 წლის მოხუცი თავისი ასაკის გამო მოხვედრილია გინესის რეკორდების წიგნში. გარდა ამისა, ის არის მსოფლიოს ხანდაზმულთა კავშირის (სადაც მხოლოდ 110 წელს ზემოთ ადამიანები ერთიანდებიან) საპატიო წევრი.

იაპონელი ქალების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 85,9 წელია, კაცების კი 79,6.

Leave a Reply