რუსი მომღერლები, ზემფირა და ჯგუფ “Машина времени”-ს სოლისტი, ანდრეი მაკარევიჩი უკრაინას ღია მხარდაჭერას უცხადებენ და ამბობენ, რომ რუსეთი უკრაინასთან დაკავშირებით უსამართლოდ და არასწორად იქცევა. ზემფირამ უკრაინელების მხარდასაჭერად თავის ოფიციალურ ვებ გვერდზე არსებული ყველა ინფორმაცია წაშალა  ერთი ვიდეოს გარდა, სადაც ის უკრაინული ჯგუფის, “Океан Эльзы”-ს სიმღერა “გამიშვის” ასრულებს. “მე მინდა მხარდი დავუჭირო, მადლობა გადავუხადო და გერდით დავუდგე უკრაინელ მუსიკოსებს, ამბობს მომღერალი, – რუსეთს ფული აქვს მეტი, უკრაინას კი სული. ”

სიმღერის ჩანაწერი 2008 წლისაა, უკრაინაში გამართული ერთ-ერთი კონცერტიდან.

ანდრეი მაკარევიჩი კი მიმართავს რუსებს, არ დაიწყონ ომი უკრაინასთან და ამბობს, რომ ასეთი სიცრუე სახელმწიფოს მხრიდან მას თვით ბრეჟნევის დროსაც კი არ ახსოვს. მომღერალი ასევე ამბობს, რომ რუსეთში დღეს ბევრი იდიოტი და არამყარი ფსიქიკის მქონე გაუნათლებელი ფსიქოპათი ცხოვრობს, რომელიც მზადაა ხელი სტაცოს იარაღს და გადაარჩინოს უკრაინაში მცხოვრები რუსულენოვანი მოსახლეობა.

“ადამიანებო ტელევიზორიდან, რისი მიღწევა გინდათ თქვენ? გინდათ ქვაყანა ორ ნაწილად გაყოთ? და რას მიიღებთ ამით? ომი გინდათ უკრაინასთან? ისე, როგორც აფხაზეთთან იომეთ, ეს არ გამოვა. მაიდანზე მყოფებმა იციან, რისთვის იბრძვიან – ისინი თავიანთი ქვეყნის და დამოუკიდებლობისთვის წირავენ თავს და რისთვის იბრძვის ამ დროს რუსეთი? იანუკოვიჩისთვის?  რატომ ვიფარებთ მას? პატიოსანი ადამიანი არ დააფარებს ხელს ქურდსა და დამნაშავეს. რატომ ვიგდებთ თავს მასხრად სამყაროს წინაშე? ვიცი, რომ თქვენ ეს არ გადარდებთ, მაგრამ ყველა თქვენნაირი არ არის.”

მაკარევიჩი ჩეხოსლოვაკიაში ჯარების შეყვანასაც იხსენებს და ამბობს, რომ მიუხედავად ქვეყნის გაყოფისა, რუსეთმა ის თავისი ინტერესები ვერ გაატარა. არც ჩეხეთში და არც სლოვაკეთში რუსები არავის უყვარს.

რამდენიმე დღის წინ მაკარევიჩმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მუსიკალური რგოლიც გაავრცელა, კომპოზიცია “Омоновский вальсок”.

5 Responses

  1. mishalampshade

    ყოჩაღ!
    მაკარევიჩისგან კი გამიკვირდა, ისე იყო პუტინთან შემძვრალი. გონს მოსულა.

    Reply
  2. mishalampshade

    ვაჰ, გონს მოსულა მაკარევიჩი.
    ზემფირასგან არაა გასაკვირი.
    ყოჩაღ!

    Reply
  3. mishalampshade

    ვაჰ, გონს მოსულა მაკარევიჩი.
    ზემფირასგან არაა გასაკვირი.
    ყოჩაღ!

    Reply

Leave a Reply