მაიამიში გამართულ აუქიონზე ქუჩის არტისტის, ბენქსის ცნობილი ნახატი – “პოლიციელების კოცნა” 575 000 ამერიკულ დოლარად გაიყიდა.  მიუხედავად იმისა, რომ თანხა სოლიდურია, ეს არ არის ყველაზე ძვირი, რაც ბენქსის ნახატებში გადაუხდიათ. გასული წლის ივნისში  1,1 მილიონად გაიყიდა “მონის შრომა.”  “პოლიციელების” მფლობელის ვინაობა უცნობია. ანონიმი იყო მისი წინა მფლობელიც. აუქციონზე გარდა “პოლიციელებისა”, გამოტანილი იყო ბენქსის ორი სხვა ნამუშევარიც, რომელთაგან ერთი არ გაყიდულა. თავად მხატვარი ბოლო დრომდე წინააღმდეგი იყო მისი ნამუშევრების კომერციალიზაციის და ამბობდა, რომ ისინი ქუჩაში უნდა რჩებოდნენ, იქ, სადაც ის ანთავსებს.

banksy-031

One Response

Leave a Reply