ადამიანს ყოველთვის სიამოვნებს, ყურადღების ცენტრში ყოფნა ან მისით აღფრთოვანებული სახეების დანახვა. ამის მიღწევა გაცილებით ადვილია როდესაც განსხვავებული ხარ  ან რაიმე განსხვავებულ ნიშანს ატარებ. მაგალითად სხეულის ან მისი ნაწილის ცვლილება, ტატუს ან პირსინგის გაკეთება, განსხვავებული მაკიაჟით სიარული ან სხეულის მოხატვა  ადვილად იქცევს საზოგადოების ყურადღებას. დემონსტრაციაზე გამოსული ადამიანები რომლებსაც მთელი სხეული მოხატული აქვთ, უფრო ადვილად იპყრობენ ყურადღებას, ვიდრე სტანდარტული გარეგნობისები. ხშირად მოხატული სხეულის დანახვით გამოწვეული ეფექტი იმდენად დიდია, რომ ცოტას თუ ახსენდება, ხელოვნებასთან რომ გვაქვს საქმე. celestial_face_and_body_art_by_paintonyourface-d3i98zn

ბოდი არტი (Body art) ხელოვნებაა, რომელიც ადამიანის სხეულით იქმნება. მისი ყველაზე გავრცელებული სახე ტატუ და პირსინგია. მაგრამ რეალურად, როდესაც ადამიანები ტატუს, პირსინგს, ან თუნდაც ყოველდღიურ მაკიაჟს იკეთებენ, სულ არ ახსენდებათ, რომ ხელოვნებას მიმართავენ. ზოგისთვის ეს მოდაა, სხვისთვის გართობა ან თვითგამოხატვის ერთ-ერთი ეფექტური საშუალება. არიან ისეთებიც, რომლებიც  სხეულის, ან სხეულის ნაწილის მოდიფიკაციით პროტესტს გამოხატავენ.

ის, რაც დღეს მოდის ნაწილია, ანტიკურ ხანაში  სოციალური  სტატუსის, რელიგიური შეხედულების დემონსტრაციის ერთ-ერთი საშუალება იყო. ჩვენი შორეული წინაპრების  რწმენით, სხეულზე გამოსახული სხვადასხვა ნიშანი ავი სულებისა და დაავადებებისგან იცავდა.  სხეულის მოხატვა აფრიკაში დღემდე ტრადიციის ნაწილია და  დიდი პასუხისმგებლობითაც ეკიდებიან.
omo-ethiopia30

„დროა ხელოვნება ცხოვრებაშიც შემოიჭრას“ – ასე მოუწოდებდა რუსი მხატვარი მიხეილ ლარიონოვი ხალხს და თავის მხატვრულ იდეებს მეგობრების სხეულებზე ახორციელებდა. მათ მოიხატეს სახეები და ფუტურისტული ,,გასეირნება მოაწყვეს’’ 1913 წლის 14 სექტებერს. დღეს უკვე მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას იმართება გამოსვლები და ,,პერფორმანსები,’’ სადაც ადამიანები საკუთარ სხეულზე შესრულებული ნამუშევრების დემონსტრირებას აკეთებენ.World+Body+Painting+Festival+Asia+aLQ-6x6S_7bl

დროთა განმავლობაში ბოდი არტის სხვადასხვა მიმართულება ჩამოყალიბდა. ესენია:

  • სხეულის მოხატვა, რომელიც ყველაზე გავრცელებულია და ის ასევე გულისხმობს ყველასთვის ცნობილ ნეილ არტს.
  • ტატუ, რომელიც კანის მოდიფიკაციას გულისხმობს მასში სხვა ფერის სითხის შეყვანით ბოდიარტის ერთერთი სახეობაა, რაც გარდა ბოდი არტისა დღევანდელ საზოგადოებაში მოდურ ელემენტად აღიქმება.
  • რაც არ უნდა წარმოუდგენელი იყოს, ყოველდღიური მაკიაჟიც ბოდია არტია, რომელიც გარდა ხელოვნებისა, ქალთა უმეტესობისთვის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
  • პირსინგი, იმპლანტაცია,სხეულის მოდიფიცირება ასევე ბოდი არტის კატეგორიებს განეკუთვნება.

მსოფლიოში მოლიონობით ადამიანი მიმართავს ბოდი არტს და იცვლის გარეგნობას, დროებით ან სამუდამოდ. თანამედროვე ადამიანისთვის ის გართობაზე მეტად თვითგამოხატვის საშუალებადაა ქცეული. ბოდი არტზე მაღალი მოთხოვნა ცხადია განაპირობებს ბოდი არტისტების წარმოშობას, რომელთა რიცხვიც საკმაოდ ბევრია. იმისათვის, რომ ბოდი არტისტებმა ერთმანეთს საკუთარი ხელოვნება და გამოცდილება გაუზიარონ, 1998 წლიდან დღემდე ყოველწლიურად ტარდება მსოფლიო მასშტაბის ფესტივალი –  World Body Painting, რომელსაც ტრადიციულად ავსტრია მასპინძლობს.  წელს ფესტივალი ივლისში გაიმართება.article-0-05D036DF000005DC-254_634x423

Leave a Reply