მარკეტში შესვლისას მომხმარებელთა უმეტესობა დარწმუნებულია, რომ პროდუქტზე, რომელსაც ყიდულობს, არჩევანს საკუთარი სიმპატიით და ნებით აკეთებს. რეალურად პროდუქცია, რომელიც ჩვენი ნდობით სარგებლობს რამდენიმე მსხვილი კორპორაციის შვილობილი კომპანიებისა და წლების განმავლობაში სწორად წარმოებული სარეკლამო კამპანიების შედეგია. ამის დასტურია გრაფიკული ილუსტრაცია, რომელიც სოციალურ ქსელ reddit-ზე ერთ-ერთმა  იუზერმა გამოაქვეყნა, სახელწოდებით “არჩევანის ილუზია” ( The Illusion of Choice). გრაფიკზე ასახულია, თუ როგორ აკონტროლებს 10 მეგა კორპორაცია ყოველდღიური მოხმარების პროდუქციის მსოფლიო ბაზარს.

Nestlé, რომელიც ჩვენთვის ამავე სახელწოდების შოკოლადთან ასოცირდება, 8000მდე კომპანიას ფლობს მსოფლიოს სახვადახვა ქვეყანაში. ის ყველაზე დიდი საკვები პროდუქტების კორპორაციაა, რომლის ღირებულება 200 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.  Nestlé-ს შვილობილი კომპანიები არიან ასევე პარფიუმერული კომპანია L’Oreal, Garnier, Vichy, ტანსაცმლის ბრენდი Diesel, YvesSaintLauren-ის სუნამოს ხაზი და ა.შ.

სიდიდით არანაკლებია P&G, რომლის მომხმარებელი მსოფლიო 4,8 მილიარდი მცხოვრებია. ის ამერიკაში ყველაზე დიდი კორპორაციაა. Coca-Cola და PepsiCo იმავე სახელწოდების სასმელების გარდა სხვა ენერგეტიკული და გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელი კომპანიების მფლობელებიც არიან, ხოლო Mars-ის პროდუქციას ისეთი ცნობილი შოკოლადები წარმოადგენენ, როგორიცაა Bounty, Twix, Snickers, MilkyWay, Mars, Dove და ა.შ.

1. Nestlé

nestle

2. Kraft,

3.Coca-Cola

4. P&G

5. Mars

6. PepsiCo

7. Johnson & Johnson

8. Unilever

9. Kellog’s

10. General Mills

Leave a Reply