მოწესრიგებული ხელოვნება

უწესრიგობა, არალოგიკური თანამიმდევრობა ან უბრალოდ სხეულის ნაწილების არასტანდარტული ზომები, ბევრი ცნობილი მხატვრის ნამუშევრებში გვხვდება. შვეიცარიელმა ხელოვანმა, ურსუს ვერლმა გადაწყვიტა განეხორციელებინა პროექტი “მოწესრიგებული ხელოვნება” (Tidying Up Art), სადაც “უწესრიგო” ხელოვნებას წესრიგს დაუქვემდებარებდა. ურსუსის სურვილი შესაძლოა ადვილად ავხსნათ იმ ერის წესრიგისადმი სიყვარულით, რომელსაც ის მიეკუთვნება, მაგრამ მიზეზების ძებნაზე უფრო საინტერესო ის ნამუშევრებია, რომელიც ხელოვანმა შექმნა. 

ურსუს ველი

ურსუს ველი

ვან გოგის, პიკასოს, მაგრიტის ნამუშევრების სრული დეკონსტრუქციის შემდეგ, მან ნახატის შემადგენელი დეტალები ზომის, ფერის, ელემენტების მიხედვით დაალაგა და სრულიად სხვა სურათები მიიღო.როგორც ურსუს ველი ამბობს, მას ამ პროექტის იდეა ერთ-ერთ სასტუმროში გაუჩნდა, როდესაც ნახა მომსახურე პერსონალის გულმოდგინე შრომა ნივთების მოწესრიგებისას. “მაშინ გამიჩნდა კითხვა, თუ როგორი იქნებოდა ვან გოგის “საძინებელი” მოწესრიგების შემდეგ”.

რენე მაგრიტი “გოლკონდა”

ვინსენტ ვან გოგი “საძინებელი არლეში”

ხოან მირო “აზურეს ოქრო”

პოლ კლეე “ფერების გრაფიკი”

ეგონ შილე “მწოლიარე შიშველი ქალი”

ვასილი კანდინსკი “ლურჯი ცა”

პიტერ ბრეიგელი უფროსი “მარხვისა და კარნავალის ბრძოლა”

პაბლო პიკასო “წითელი სავარძელი”

ჟორჟ სერა “მოდელები” (პუანტილიზმი)

ვინსენტ ვან გოგი “მზესუმზირები”

Leave a Reply