“ქალთა ფონდი საქართველოში”-ს ინიციატივით 8 მარტისთვის დოკუმენტური ფილმი – “ფემინისტური ანბანი” მომზადდა. ფილმი მწერალ თამთა მელაშვილის იდეის მიხედვით სალომე საღარაძემ გადაიღო. მასში მონაწილე სხვადასხვა პროფესიის წარმატებული ქალები ანბანური წესით დაწყობილი სიტყვების თავისუფალ ინტერპრეტაციას გვთავაზობენ. ყველა ინტერპრეტაცია სათავეს ქართული რეალობიდან იღებს და გენდერულად თუ სოციალურად მტკივნეულ თემებს ეხება.

Leave a Reply