რიო დე ჟანეიროს თავბრუდამხვევი კარნავალი

მარტის დასაწყისში ბრაზილიაში ყველაზე ნათელი, ლამაზი, ემოციური და თავბრუდამხვევი დღესასწაულის, კარნავალის დრო დადგა, რომელსაც ბრაზილიელები მთელი წელი ელოდებიან და სპეციალურად ემზადებიან ამ დღეებისთვის. კარნავალი წელს 1 მარტს გაიხსნა და ტრადიციულად 6 დღეს გაგრძელდა. ამ პერიოდში მილიონობით ტურისტი სტუმრობს ბრაზილიას.  ყველაზე სანახაობრივი კი რიო დე ჟაინეროსა და სან პაულუში გამართული კარნავალებია, სადაც სამბას ყველაზე ცნობილი სკოლების წარმომადგენლები ცდილობენ მაყურებლის მოხიბვლას და ეს ყოველთვის იდეალურად გამოსდით. შეუდარებელი ცეკვის მანერა, ულამაზესი კოსტიუმები და თავბრუსდამხვევი რიტმი.

ტრადიულად კარნავალი კათოლიკურ აღდგომამდე 40 დღით ადრე იმართება  და ერთი კვირის მანძილზე გრძელდება. წლევანდელი კარნავალის მთავარი თემატიკა 2014 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი იყო, რომელიც ზაფხულში ბრაზილიაში გაიმართება. ეს მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენა კარნავალის მონაწილეების კოსტიუმებშიც აქტიურად აისახებოდა.

გისურვებთ, ერთხელ მაინც დაესწროთ ამ დიდებულ ზეიმს. მანამდე კი ჩვენს მიერ შერჩეულ საუკეთესო მომენტებს შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ.

Leave a Reply