ქართველი რეჟისორის, ლევან კოღუაშვილის მხატვრული ფილმი  “შემთხვევითი პაემნები” ბულგარეთში გამართულ კინოფესტივალზე სამი პრიზის მფლობელი გახდა. საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც წელს პირველად ტარდება სოფიაში, 300-ზე მეტი მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმი იღებდა მონაწილეობას 15 ქვეყნიდან. ქართულმა სურათმა აიღო გრანპრი, გაიმარჯვა  “საუკეთესო რეჟისურის” ნომინაციაში და მიიღო კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო აკადემიის (International Federation of Film Critics (FIPRESCI)  პრიზი.  ფილმი, რომელიც უკვე აჩვენეს ბერლინალეზე და თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე, 40 წლის მშობლებთან მცხოვრები მამაკაცისა და გათხოვილი ქალის რომანს ასახავს. 

One Response

Leave a Reply