თურქეთის პრემიერ-მინისტრის, რეჯეფ ტაიფ ერდოღანის გადაწყვეტილებით რამდენიმე საათის წინ მთელი თურქეთის ტერიტორიაზე დაიბლოკა სოციალური ქსელი Twitter-ი. პრემიერის შესაბამისი ბრძანების მიზეზი სოციალური ქსელის ის მომხმარებლები გახდნენ, რომლების მის კორუფციულ კავშირებსა და საქმიანობაზე აკეთებდნენ აქცენტს. მან თვითონვე თქვა, რომ შეზღუდვის დაწესების მიზეზი რიგი არასასურველი ინფორმაციის გავრცელება იყო, რომლის წაშლის მოთხოვნაც ქსელმა არ დააკმაყოფილა. “საერთაშორისო საზოგადოებამ შეიძლება ბევრი რამე თქვას, მაგრამ მე ეს არ მაინტერესებს. ყველას შეუძლია დაინახოს, რა გადასარევი ქვეყანაა თურქეთი” – ამბობს ერდოღანი. 

Twitter-ს თურქეთში დაახლოებით 10 მილიონი აქტიური მომხმარებელი ყავს. შეზღუდვა სოციალურ ქსელებზე ამ ქვეყნისთვის პირველი არ არის. Facebook -ი და Twitter-ი, როგორც საშიში იარაღი ოპოზიციურად განწყობილი ძალების ხელში, დაბლოკილი იყო  2013 წლის ტაქსიმის პარკთან დაკავშირებით გამართული დემონსტრაციების დროსაც. 

Leave a Reply