რუსი ტურისტები აფხაზეთის კურორტებზე

რუმინელ ფოტოგრაფს, პეტრუტ კალინესკუს, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქ კონსტანაში დაიბადა, ბავშვობიდან აინტერესებდა, რა ხდებოდა ზღვის მეორე მხარეს. ინტერესის დასაკმაყოფილებლად უკვე ზრდასრულობისას მან თანამოაზრეებთან ერთად დაიწყო განხორციელება პროექტისა “შავი ზღვის გარშემო”, რომელიც სხვადასხვა პროფესიის ადამიანების კვლევისა და საქმიანობის შედეგად შავი ზღვის აუზში მოქცეული ქვეყნების პრობლემატიკისა და ყოველდღიურობის სპეციფიკაციების ღრმა კვლევასა და ანალიზსს ისახავს მიზნად.

გაგრა

გაგრა

ამავე პროექტის ფარგლებში პეტრუტმა 2010-13 წლებში რამდენჯერმე იმოგზაურა აფხაზეთის დე-ფაქტო სახელმწიფოში და შექმნა ფოტოისტორია – “დაბრუნება სამოთხეში, რუსი ტურისტები აფხაზეთის კურორტებზე”,  სადაც დოკუმენტალისტიკა  საბჭოთა კავშირის დროს ოაზისად აღიარებული კურორტების გაჩანაგებულ მდგომარეობას ასახავს.

გაგრა. ტურისტების ფონზე მოჩანს დანგრეული სანატორიუმი

გაგრა. ტურისტების ფონზე მოჩანს დანგრეული სანატორიუმი

ადგილები, სადაც შვებულების გატარება თითქმის ყველა საბჭოთა მოქალაქის ოცნება იყო, სადაც თავად იოსებ სტალინი ისვენებდა, სადაც წარმატებულ სოციალისტურ შრომის გმირებს იმპერია სწორედ აქ მომავალი საგზურით ასაჩუქრებდა, ახლა ღატაკი, დანგრეული ინფრასტრუქტურის და გაურკვეველი მომავლის მქონე ქვეყანას წარმოადგენს. დანგრეულია სასტუმროების უმეტესობა, სადაც წლების წინ ცხოვრება დუღდა.

1929 წელს სტალინის აგარაკად დაარსებული სანატორიუმის კედლის მხატვრობა.

1929 წელს სტალინის აგარაკად დაარსებული სანატორიუმის კედლის მხატვრობა.

ისინი კი, რომლებიც ფუნქციონირებენ, საკმაოდ მოუწყობელია და შორსაა თანამედროვე სტანდარტებისგან. მიუხედავად ამისა, რუსი ტურისტების რიცხვი, რომლებიც აფხაზეთის სანაპიროზე ატარებს შვებულებას, ბოლო წლებში გაზრდილია. ოფიციალური მონაცემებით, ისინი დაახლოებით ნახევარი მილიონი არიან.

წყალქვეშა სამყარო, ბიჭვინთა

წყალქვეშა სამყაროში ჩუსტების დახმარებით; ბიჭვინთა

ყველაზე მარტივი გზა აქ მოსახვედრად მოსკოვიდან მომავალი მატარებელია, რომელიც 36 საათიანი გზავრობის შემდეგ დანიშნულების ადგილამდე მიგიყვანთ.

გაგრა

გაგრა

ფოტოგრაფი აღნიშნავს, რომ თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას ძვირად უჯდება დამოუკიდებლობა, რომელსაც მხოლოდ 5 სახელმწიფო აღიარებს. საშუალო წლიური ხელფასი არ აღემატება  800 ევროს, ამის ფონზე მაღალია კორუფციის, კრიმინალისა და დანაშაულების რიცხვი. ტურიზმი, კი მიუხედავად რუსი ტურისტების რეგულარული ვიზიტებისა, ამ ქვეყნის ეკონომიკაში გარდამტეხ ცვლილებებს სავარაუდოდ კიდევ დიდხანს ვერ მოახდენს.

კინდღის თერმულ წყლებზე

კინდღის თერმულ წყლებზე

 

Leave a Reply