რამოდენიმეთვიანი მითქმა-მოთქმის შემდეგ კომპანია გუგლმა საბოლოოდ დაადასტურა “სატარებელი” ტექნოლოგიების ბაზარზე გამოჩენა. 18 მარტს კომპანიამ წარადგინა ანდროიდის სპეციალიზირებული ვერსია, რომელიც შექმნილია საათებისა და სხვა სატარებელი მოწყობილობებისათვის. იმავე დღეს გავრცელდა ცნობა რომ გუგლმა გააფორმა შეთანხმება კომპანიებთან (მათ შორის ელჯი (LG) და მოტოროლა) რომლებმაც შესაბამისი პროდუქტები უნდა აწარმოონ.

moto-360-has-arrived-1092079-TwoByOneსატარებელი ანდროიდ მოწყობილობები ითვალისწინებს შეტყობინებების და შეხსენებების მიღებას, ნავიგაციის გაადვილებასათვის საჭირო ინფორმაციის ჩვენებას. ყურადღება მიექცევა ფიზიკური დატვირთვების მონიტორინგსაც.

გუგლმა უკვე გამოუშვა “სატარებელი” ანდროიდების ოპერაციული სისტემის დემო ვერსიები სმარტფონების აპლიკაციებთან მათი ოპტიმიზაციის პროცესის დასაწყებად.

Leave a Reply