ლეონარდო დიკაპრიომ ორგანიზაცია “ოკეანის” დასახმარებლად მის ანგარიშზე 3 მილიონი დოლარი გადარციხა, რითიც მსახიობმა საკუთარი წვლილი შეიტანა ოკეანეების ეკოლოგიის დაცვის საქმეში. თანხა გარემოსდამცველი ორგანიზაციის მიერ მომდევნო სამი წლის განმავლობაში იქნება ათვისებული. მსახიობი უკვე მრავალი წელია რაც ქველმოქმედებას ეწევა და მისი საქმიანობა ძირითადად სწორედ ეკოლოგიური და სოციალური პრობლემების მოგვარებაზეა ორიენტირებული.

the-beach

“ჩვენი პლანეტის ოკეანეებზე ზრუნვა და მათში მცხოვრები ცხოველების დაცვა – ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა, რომელიც დღეს დგას კაცობრიობის წინაშე” – ამბობს მსახიობი.

ფონდ “ოკეანის” დირექტორი ენდი შარპლესი კი ამბობს, რომ მსახიობისგან მიღებული შემოწირულობა მათ საშუალებას მიცემთ წყნარ ოკეანეში მცხოვრები ზვიგენების გადარჩენაზე იმუშაონ.

 

Leave a Reply