ნასირ არ მულკის,  იგივე “ვარდისფერი მეჩეთი”, რომელიც შირაზში (ირანი) მდებარეობს, ერთი შეხედვით ფერადი ქვებით მოპირკეთებული ჩვეულებრივი  ტრადიციული მუსულმანური ნაგებობაა, თუმცა მის განსაკუთრებულობაში ადვილად დარწმუნდებით, თუ დილას ესტუმრებით. მზის ამოსვლისას მეჩეთის დარბაზები უნიკალური და ფერადი მოპირკეთების გამო ცისარტყელას ფერებში ბრწყინავს.

მეჩეთის მშენებლობა 1876 წელს და იწყო და 12 წელი გაგრძელდა. სახელი “ვარდისფერი მეჩეთი” მან იმ ვარდისფერი ფილების გამო მიიღო, რომლითაც მისი ჭერია მოპირკეთებული. თუმცა ეს მეჩეთის მთავარი მახასიათებელი არ არის. იერუსალიმში მდებარე მასჯიდ ალ-აქსას და სტამბულის ლურჯი მეჩეთის მსგავსად, ვარდისფერი მეჩეთი ვიტრაჟების  და სინათლის უნიკალური განფენილობით ხასიათდება, რაც არც ისე ჩვეულებრივი მოვლენაა მუსულმანური არქიტექტურაში. სწორედ ამ ვიტრაჟებისა და სინათლის უნიკალური განფენილობის დამსახურებაა დარბაზების ფერადოვნება მზის ამოსვლისას.

4 (3)

Leave a Reply