ხუთშაბათს, 27 მარტს , 4:30 წუთზე სახელმწიფო კანცელარიასთან მუშათა უფლებების დასაცავად მხატვარ კოტე ჯინჭარაძის პერფორმანსი ჩატარდება სახელწოდებით “წყლის ნაყვა.” პერფორმანსში ჩაერთვება მინიმუმ 184 ადამიანი, კაზრეთის საბადოებიდან განთავისუფლებული მუშების რაოდენობის აღსანიშნავად. 

unnamed

“საქართველოში უხეშად ირღვევა მუშათა უფლებები. განსაკუთრებით მძიმე დღეში არიან მაღაროსა და საბადოებზე მომუშავე ადამიანები, რომელთა ცხოვრება ყოველდღე საფრთხის ქვეშაა.

კაზრეთის საბადოების მფლობელი კომპანია RMG Gold გარდა იმისა რომ არღვევს მუშათა უფლებებს, აბინძურებს ბუნებასა და ანადგურებს ჩვ.წ.აღ-მდე 4000-3000 ათასწლეულებში არსებულ ცივილიზაციის კვალს, რომელიც საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროში აღმოჩნდა და რომლის განადგურების უფლება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ გადასცა კომპანიას.

კაზრეთის მაღაროებსა და კარიერებზე მომუშავე გაფიცული ადამიანების, მეცნიერების, მხატვრების, მოქალაქეების მოთხოვნა წყლის ნაყვას გავს.

ჩვენ, მოქალაქეები, მოვითხოვთ ჩვენს მიერ არჩეული მთავრობისაგან, ნუ გვანაყინებთ წყალს; მოგვისმინეთ; მოგვეცით უფლება, ვისარგებლოთ ჩვენი მადნეულით, ვიამაყოთ უძველესი ოქროს მაღაროთი და ვიცხოვროთ ჯანსაღ გარემოში.” – ნათქვამია ჯგუფი “ბულიონის” განცხადებაში, რომელიც აქციასთან დაკავშირებით გავრცელდა.

აქციაზე მისულ ყველა  მსურველმა სასურველია თან იქონიოს ქვის სანაყი და წყლის ბოთლი.

Leave a Reply