ამერიკაში ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით  instagram-ს სმარტფონის მფლობელი მომხმარებლების უფრო მეტი რაოდენობა მოიხმარს, ვიდრე Twitter-ს. Financial Times-ის მონაცემებით  Instagram-ის მობილურ აპლიკაციას  35 მილიონი მომხმარებელი ყავს შტატებში, მაშინ როცა მასზე გაცილებით დიდი ისტორიის მქონე Twitter-ს მხოლოდ  30.8 მილიონი.  ფოტოების გაზიარებაზე ორიენტირებული სოციალური ქსელი ზრდის მასშტაბებითაც უსწრებს Twitter-ს: Instagram-ი მსოფლიოს მასშტაბით ყოველთვიურად 200 მილიონ ახალ მომხმარებელს იზიდავს, მაშინ როდესაც Twitter-ის აქტიური მომხმარებლების რიცხვი (მობაილ და დესკტოპ ვერსიებისა ერთად)  შეადგენს 240 მილიონს.

Twitter-ი ცდილობს არსებული მდგომარეობის გამოსწორებას და ცოტა ხნის წინ მობაილ აპლიკაციას მან რამდენიმე ფოტოს ერთად ატვირთვის და მათი დათაგვის ფუნქცია დაუმატა, რამაც მომხმარებელთა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

Leave a Reply