Oimactta ახლადშექმნილი ქართული მუსიკალური პროექტია, ორი წევრით, რომლებმაც არსებობის განმავლობაში დაგროვილი მუსიკალური გამოცდილება და პროდუქტი “ცუდ მოგზაურობად” აქციეს და მარტის დასაწყისში პირველ EP-იდ აქციეს.  თუ ეს ინფორმაცია ამომწურავი არ არის, მაშინ  გეტყვით იმასაც, რომ Oimactta შემდეგნაირად იშიფრება –  Objects in mirror are closer than they appear და მისი ორი წევრი, ორი მეგობარი, ლადუკა ნინუა და ზაზა ბერიძე არიან,  მსგავსი გემოვნებით, შეხედულებებით და მიზნებით. პროექტი არსებობის დაახლოებით წელიწადნახევარს ითვლის და ამ წელიწადნახევრის შედეგია  EP  ‘Bad Trips’ , რომელმაც  ბიჭების თქმით, შექმნის მანძილზე  ძალიან დიდი პროგრესი და ცვლილება განიცადა.

„ტრეკები იწერებოდა სახლებში და შემდეგ უკვე სტუდიაში. საბოლოო ჯამში, გვინდოდა ამ ალბომით ისტორიისმაგვარი რამ გადმოგვეცა მსმენელისთვის, მაგრამ არ გვინდოდა ეს ყოფილიყო რაღაც კონკრეტული. გვინდოდა  საშუალება მიგვეცა ხალხისთვის თავისებურად აღექვა მუსიკა, ჩვენი მინიშნებების გარეშე. რაც შეეხება ალბომის სახელს, ამის ახსნა ყველაზე კარგად ინგლისურად შეიძლება – “disturbing experience typically associated with use of a psychedelic drug such as LSD”. – ამბობს ლადუკა.

ჯგუფის წეევრების აზრით, მათი მუსიკა ჟღერადობით  გამორჩეულია დღესდღეობით საქართველოში არსებული პროექტებისგან. თუ სხვა ბენდები უმეტესწილად მეტალს ან/და ინდის უკრავენ, Oimactta-ს შეიძლება ექსპერიმენტალური ელექტრონული პროექტი ეწოდოს, რომლის მსგავსის დეფიციტსაც ქართული მუსიკა ნამდვილად განიცდის. თავად ბიჭები თავიანთი მუსიკის  ერთ ჟანრობრივ ჩარჩოშიმოქცევას არ ცდილობენ, ვინაიდან  მიიჩნევენ, რომ იგი სხვადასხვა ჟანრების ნაზავია, რომლის შექმნაზეც გავლენა მოახდინეს ისეთმა შემსრულებლებმა, როგორებიც არიან: Fka Twigs, Lapalux, James Blake, Jon Hopkins, Holy Other, Mount Kimbie და ა.შ.

საინტერესოა ჯგუფის გეგმებიც, რაც აპრილში ერთ-ერთ ტრეკზე,  კონკრეტულად კი “Vatican”-ზე გადაღებული  ვიდეო კლიპის დარელიზებას და შემდეგ უკვე ლაივის გამართვას გულისხმობს.  ლადუკას თქმით, ვიდეო რგოლი  EP-ის მიღმა არსებულ ძალიან ბევრ საიდუმლოს ახდის ფარდას.

„ამ ეტაპზე სრული კონცენტრაცია გვაქვს ლაივზე, მარტის ბოლოს გვინდა პირველი ლაივის დაკვრა და მთელ დროს მომზადებას ვუთმობთ. გეგმებში შედის ასევე მეორე EP-ის გამოშვება, რომელიც რამოდენიმე თვეში გამოვა. ზაფხულში ევროპაში  წასვლასაც  ვგეგმავთ.“

 

One Response

  1. Gio

    წარმატებები ბიჭებს კარგი პროქტია

    Reply

Leave a Reply