თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაიბლოკა ყველაზე ვიდეოების გამავრცელებელი ყველაზე პოპულარული ქსელი. Youtube მეორე ქსელია, რომელიც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში თურქეთში დაიბლოკა. წინა კვირაში პრემიერ ერდოღანის მოთხოვნის შემდეგ შეზღუდვები დაწესდა Twitter-ზე, რომელსაც არა მხოლოდ მოსახლეობის, არამედ თურქეთის პრეზიდენტის შეშფოთებაც კი მოყვა. პრემიერი შეზღუდვას ქვეყნის საზიანო ინფორმაციის გარცელების საფრთხით ხსნიდა, პრეზიდენტი კი ამავე თვითერის საშუალებით წერდა, რომ ეს უფლებების დარღვევაა და შეზღუდვა სასწრაფოდ უნდა გაუქმდეს. 

პრეზიდენტისა და საზოგადოების უკმაყოფილების მიუხედავად, Twitter-ზე შეზღუდვა არ მოხსნილა. ამას ემატება გათიშული Youtube, რომელზე წვდომის შეზღუდვის გადაწყვეტილებაც “როიტერის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტმა მიიღო და ამას გუგლის წინააღმდეგ “ადმინისტრაციული ზომები” უწოდა. 

Wall Street Journal – ის მიერ წინა კვირაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გუგლმა უარი თქვა იმ ვიდეოების წაშლაზე, სადაც თურქეთის მთავრობის კორუფციულ კავშირებზეა საუბარი. ვიდეო, რომლის წაშლასაც ერდოღანი ითხოვდა, უკვე მილიონზე მეტმა იუზერმა ნახა.

Leave a Reply