მანანა ქველიაშვილის ფოტოისტორია აზერბაიჯანის პატარა ქალაქ შექიდან აჩვენებს პოსტსაბჭოთა სივრცეებისთვის ტრადიციულ გარემოს, სადაც ჯერ კიდევ ცოცხალია ტოტალიტარული რეჟიმი, ქვეყნის მმართველი საყვარელი ბელადის სინონიმია და ადამიანები უხმო მორჩილებით ატარებენ დღეებს ყოველდღიურ საზრუნავებში ჩაფლულები. IMG_0155

“აზერბაიჯანი მესამე პოსტსაბჭოთა ქვეყანაა, რომელშიც ვიყავი.  „კეთილი იყოს შენი დაბრუნება სსრკ-ში“, პირველად ეს ფრაზა საკუთარ თავს ოთხი წლის წინ, მინსკის აეროპორტში ვუთხარი. მეორედ  ორი  კვირის წინ, ლაგოდეხში, როცა საქართველო -აზერბაიჯანის საზღვარს ვკვეთდი, ერთ ათეულ ქართველთან ერთად. IMG_0210

ნახევარი საათი ან უფრო მეტი  გავიდა ლოდინში, ბიუროკრატიულ პროცედურებში. სად მიდიხართ, რატომ მიდიხართ, რისთვის მიდიხართ, სომხეთში ხომ არ ხართ  ვინმე ნამყოფი. პატარა ოთახში გამუდმებით რეკავდა ტელეფონი, მწვანე ტანსაცმლიანი მესაზღვრეები სვამდნენ კითხვებს, საქმიანი სახეებით დადიოდნენ, რაღაცას არკვევდნენ, ბოლოს, როგორც იქნა  ქვეყანაში შეგვიშვეს.

გზა შექამდე,  ქალაქამდე სადაც მომდევნო რამდენიმე დღე გავატარე თითქმის არ მახსოვს.  რაღაცას ვუსმენდი და ვფიქრობდი.   ეგაა მამა-შვილი ალიევების უზარმაზარ ბილბორდებს  ორსაათიან გზაზე 25-ე კადრის ეფექტი ჰქონდა.

ალიევი ქუცაში

შექი იყო/არის პატარა აზერბაიჯანული ქალაქი და ძალიან ჰგავს სიღნაღს. ან მცხეთას.  პრინციპში მცხეთისა და სიღნაღის თანამედროვე არქიტექტურა ერთმანეთს  ჰგავს, შესაბამისად ორივეს ჰგავს.IMG_0035

ტავტოლოგია იქით იყოს და შექში რაღაცები ვნახე.  ყველა მოგზაურობა, ცუდი თუ კარგი რაღაცას გიტოვებს ისეთს, რომლის გამოც იტყვი, რომ ჰო, ღირდა.  ეს მოგზაურობა თუ რამესთვის ღირდა, პირველ რიგში ადამიანების გამო.  კარგი ადამიანების გამო რომლებთანაც დავმეგობრდი.

ამ მცირე ლირიული გადახვევის შემდეგ წესით წერა და მოგზაურობის   შესახებ თხრობა უნდა განვაგრძო, მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ ტექსტი, გარკვეულწილად მინდა პოლიტკორექტული იყოს, წერას აქ ვწყვეტ. ფოტოებით ისიამოვნეთ.

IMG_0032

IMG_0076

IMG_0079

IMG_0097

IMG_0125

IMG_0141

IMG_0148

IMG_0149

IMG_0165

IMG_0167

IMG_0173

IMG_0190

IMG_0210

IMG_0214

IMG_0217

IMG_0225

IMG_0257

IMG_0262

IMG_0271

IMG_0281

IMG_0283

IMG_0285

IMG_0323

IMG_0361

IMG_0363

ალიევი რესტორანში

ალიევი საბავშვო ბაღში

ალიევი სკოლაში

Leave a Reply