პაოლო პატრიცი იტალიელი ფოტოგრაფია, რომლის ინტერესთა სფეროს დახურულ თემებზე მუშაობა და შეუსწავლელი პრობლემების კვლევა წარმოადგენს. ასე მივიდა იგი იტალიაში მცხოვრებ ნიგერიელ სექს-მუშაკებამდე, რომლებიც უკვე 20 წელზე მეტია არალეგალური მიგრაციის გზით კვეთენ იტალიის საზღვარს და თავს  და სამშობლოში დარჩენილ ოჯახებს პროსტიტუციით არჩენენ. 

e9808885.fit886xNone.6c231b.PPatrizi_Migrant_sex_Workers_12ნიგერიელი ქალები ძირითადად ღია ცის ქვეშ, სახელდახელოდ მოწყობილ ადგილებზე მუშაობენ და ძირითადად წარმოუდგენლად დაბალ ფასად  ემსახურებიან კლიენტებს. ასეთი ქალების რიცხვი სხვადასხვა მონაცემებით 10-დან 20 ათასამდე მერყეობს. მათი პირველი ტალღა გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩავიდა იტალიის პომიდვრის პლანტაციებში სამუშაოდ, ფერმების დახურვის შემდეგ უმუშევრები დარჩენილებმა კი თავი უძველეს პროფესიას შეაფარეს.

79e73ada.fit886xNone.29b914.PPatrizi_Migrant_sex_Workers_02სწორედ ისინი, ადრე წასული ქალები აღმოჩნდნენ მაგალითი ასობით სხვა ნიგერიელი გოგონასთვის, რომლებიც ევროპას განიხილავენ როგორც მძიმე სოციალური პრობლემებისგან თავის დახსნის საშუალებას და არასასურველი რეალობიდან გასაქცევ საუკეთესო ადგილად, სადაც ადვილად შეიძლება ფულის შოვნა. ნიგერიელი ქალების (და მათი პრობლემების) არსებობა იტალიის მიერ აღიარებული ფაქტია, თუმცა მდგომარეობის გამოსწორებას ვერ ახერხებს, ვინაიდან ისინი არსებულ მძიმე მდგომარეობაში საკუთარი ნებით არიან მოხვედრილები და ძალადობას ან რაიმე კრიმინალურ კავშირებს ადგილი არ აქვს.77065bd6.fit886xNone.d3968e.PPatrizi_Migrant_sex_Workers_24

კულტურული კონტრასტი, რაც ნიგერიელებსა და იტალიელებს შორის არსებობს, წლებისა და გამოცდილების მიუხედავად არსებობს. მეორეს მხრივ, ჭუჭყსა და ანტისანიტარიაში გამართული “მომსახურების პუნქტები” ევროპული კულტურისთვის ერთგვარი გამოწვევაა, რომელიც ამ დრომდე ღია პრობლემად რჩება. ნიგერიელების იტალიაში შემოდინების აკრძალვით და მათი ქვეყნიდან დეპორტაციით ამ ქალების მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება, მეორეს მხრივ უკონტროლო სივრცეები არალეგალებით რომლებიც წლების განმავლობაში წარმატებით ფუნქციონირებს, ამ ქვეყნის სხვა მცხოვრებლების უსაფრთხოებაზე არც თუ დადებითად მოქმედებს.

8f681660.fit886xNone.bcc8a6.PPatrizi_Migrant_sex_Workers_20

9d930c0c.fit886xNone.181833.PPatrizi_Migrant_sex_Workers_10

79c1a1d5.fit886xNone.90029c.PPatrizi_Migrant_sex_Workers_01

79e73ada.fit886xNone.29b914.PPatrizi_Migrant_sex_Workers_02

82ad009e.fit886xNone.ad80c1.PPatrizi_Migrant_sex_Workers_06

07526ced.fit886xNone.b9d7f3.PPatrizi_Migrant_sex_Workers_08

770968b7.fit886xNone.b81ef7.PPatrizi_Migrant_sex_Workers_22

957084dd.fit886xNone.de0517.PPatrizi_Migrant_sex_Workers_19

26220009.fit886xNone.da4c1f.PPatrizi_Migrant_sex_Workers_04

d2c36d19.fit886xNone.a5f666.PPatrizi_Migrant_sex_Workers_23

e9808885.fit886xNone.6c231b.PPatrizi_Migrant_sex_Workers_12

Leave a Reply