საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ARENAL SOUND 2010 წლიდან, ესპანეთში, ვალენსიის მახლობლად მდებარე ქალაქ ბურიაში ტარდება. წელს ფესტივალზე მოხვედრის შანსი ქართულ ჯგუფ LOUDspeakers-საც აქვს. თუ ჯგუფი ყველა ბენდზე მეტ ხმას მოაგოვებს, იგი მოხვდება ერთ სცენაზე ისეთ ბენდებთან ერთად, როგორებიცაა Placebo, Mando Diao, Knife Party და ა.შ.ქართული ჯგუფის ამ რანგის ფესტივალში მონაწილეობა არა მხოლოდ ამ მუსიკოსებისთვის, არამედ ზოგადად ქართული მუსიკისთვისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა. LOUDspeackers-ის ესპანეთში წასვლაში ყველას შეგვიძლია ჩვენი წვლილის შეტანა. ამისთვის საჭიროა გადახვიდეთ მოცემული აპლიკაციის ბმულზე და ვიდეოში მითითებულ ინსტრუქციებს მიჰყვეთ.

Leave a Reply