ალბათ ხშირად ყიდულობთ ხრაშუნა “პეჩენიებს” ბავშვებისთვის ან სულაც საკუთარი თავისთვის, რომლებსაც უამრავი მავნე და გაუგებარი დანამატი აქვს ინგრედიენტების ჩამონათვალში. გერმანულს იყიდით, ფრანგულს, ქართულს თუ რუსულს, სურათი არ იცვლება. გაგიმართლათ, თუ მხოლოდ სოიოს ლეციტინი აქვს დამატებული, ეს ნაკლებად მავნე კონსერვანტია.

თუ ამგვარ ხაშუნებს სახლში დააცხობთ, თავიდან აიცილებთ მავნე ნივთიერებებს. პეჩენიები კარგად ინახება მთელი კვირის განმავლობაშიც კი, თუ ჰერმეტულ ჭურჭელში ჩააწყობთ. 1948125_747288801955820_1194895488_n

ხრაშუნების კლასიკური რეცეპტი ასეთია:
100 გრ შაქარი
200 გრ კარაქი
300 გრ ფქვილი
2 კვერცხის გული + 1-2 ს.კ რძე ან წყალი

მშრალ ინრედიენტებს აურევთ, დაუმატებთ ოთახის ტემპ. კარაქს და თითებით გააფხვიერებთ ისე, რომ ფქვილისებური მასა მიიღოთ, შემდეგ დაუმატებთ მსუბუქად ათქვეფილ კვერცხს, თუ ცომი არ შეიკრა რძესაც დაამატებთ. რამდენჯერმე გადაზელთ, რომ კარაქი კარგად გაიხსნას. გაახვევთ ცომს საკვებ პარკში და მაცივარში შეინახავთ მინიმუმ 30 წუთი.
გააცხელებთ ღუმელს 190 გრადუსზე. ცომს გააბრტყელებთ და გამოჭრით სასურველ ფორმებად. ჩემს ხრაშუნებს 1 ჩ.კ დარიჩინის, 1 ჩ.კ შაქრის და ვანილის ნარევი მოვაფქვიე გამოცხობამდე. საცხობ ფირფიტას დააფენთ პერგამენტს, გაანაწილებთ 2 ფირფიტაზე, აცხობთ 10-15 წუთი. გააგრილებთ და შეინახავთ ჰერმეტულად  

Leave a Reply