თუ ვინმეს აინტერესებდა, როგორ გამოიყურებიან სხვა ადამიანები სექსის შემდეგ, მათ კითხვაზე უკვე არსებობს რეალური ვიზუალური პასუხი. Instagram-ზე ახალი ტრენდი გამოჩნდა, –  სელფშოტები სექსის შემდეგ. წყვილები #aftersex ჰეშთეგის გამოყენებით თავიანთ პოსტორგაზმულ ფოტოებს  მეგობრებს უზიარებენ. ასეთი ფოტოების რაოდენობა უკვე 4 000-ზე მეტია და მათი რიცხვი ყოველ საათში იზრდება. AfterSex_wide-620x349

აქ ნახავთ ყავის ჭიქებს, სანთებელებს, ნებისმიერი ასაკისა და ეროვნების ჰეტერო და ჰომოსექსუალ წყვილებს… მედიაში ამ თემაზე გამოქვეყნებულ სტატიებში ძირითადად ნეგატიურ შეფასებებს მოისმენთ: “ეს უკვე მეტისმეტია”, “ადამიანები სულ გაგიჟდნენ”, “რა საჭიროა ყველაფრის აფიშირება” და ა.შ. ჟურნალმა Time-მმა სათაურშივე აღნიშნა, რომ ეს არის სელფების სერია, რომელიც არ გვჭირდება. 

sexselfie1_2870073b

ზოგადად თემა, წყვილები სექსის შემდეგ ინტერნეტმომხარებლების ინტერესის და გამოხმაურების საგანი პირველად არ გამხდარა. მხოლოდ ჟურნალმა vice-მა სხვადასხვა დროს გამოაქვეყნა ფოტოები მოკლე ინტერვიუებით და ვიდეოინტერვიუები წყვილებთან, რომლებიც სწორედ სექსის შემდეგ იყო ჩაწერილი.

One Response

  1. izi

    Vaih, cota xanshi sexis processhi check in-s tradiciac damkvidrdeba:))

    Reply

Leave a Reply