ზუსტად 125 წლის წინ, 31 მარტს 2 წლიანი საკონსტრუქციო სამუშაოები დასრულდა და ელისეს მინდვრებზე ფრანგი ინჟინერის, გუსტავ ეიფელის გენიალური ქმნილება, 300 მეტრის სიმაღლის კოშკი გაიხსნა. ის იმდროინდელ მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა იყო და ამ სტატუსს 1930 წლამდე ინარჩუნებდა.  კოშკს, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ნაგებობას წარმოადგენს, სახელი სწორედ ავტორის  პატივსაცემად ეწოდა. ეიფელის კოშკის აშენება საფრანგეთის რევოლუციის 100 წლისთავს უკავშირდება, თუმცა ის  მალევე იქცა პარიზის სიმბოლოდ  და დღემდე ინარჩუნებს ამ სტატუსს.

1887 წლის 18 ივლისი

1887 წლის 18 ივლისი

კოშკის ლითონის სტრუქტურა 7.300 ტონას იწონის, მისი საერთო წონა კი 10.100 ტონაა. ზედა პლატფორმაზე ასასვლელი საფეხურების რაოდენობა იცვლებოდა კოშკის ისტორიის განმავლობაში, რამდენიმე რენოვაციის შედეგად: აშენების მომენტში 1889 წელს 1710 საფეხური ადიოდა სამიტის პლატფორმაზე 300.65 მ ნიშნულზე; 1980 წლის რენოვაციის შემდეგ საფეხურების რაოდენობა 1920-მდე გაიზარდა; ამჟამად 1665 საფეხუია, თუმცა ზედა პლატფორმაზე საფეხურებით ასვლა შეუძლებელია და დამთვალიერებლებს მხოლოდ ლიფტების გამოყენება შეუძლიათ.

1888 წელი

1888 წელი

ჰაერის ტემპერატურის მიხედვით ეიფელის კოშკის თავი შეიძლება მზისგან გადახურების გამო 8 სმ-მდე გადაიწიოს, მზე მიფიცხებულ მხარეს ლითონის გაფართოებისგან.

კოშკის რემონტი მოიცავს ყოველ შვიდ წელიწადში 50 ტონა სამი ფენა საღებავის წასმას კონსტრუქციის ლითონის ზედაპირის ჟანგისგან დასაცავად. დროგამოშვებით საღებავის ფერი იცვლება.

1889 წელი

1889 წელი

300-მა მუშამ ააწყო 18.038 ლითონის (სუფთა სტრუქტურული ფოლადის ფორმა) ნახვრეტებიანი კონსოლი, გამოიყენეს რა 2.5 მილიონი ჭანჭიკი, მორის კოხლინის სტრუქტურის პროექტით.

შეცდომის რისკი ძალიან დიდი იყო, ვინაიდან თანამედროვე ცათამბჯენთაგან განსხვავებით კოშკს ღია ჩონჩხი აქვს შუალედური სართულების გარეშე, ორი პლატფორმის გარდა. თუმცა, ვინაიდან ეიფელმა წინასწარი ზომები მიიღო მუშათა უსაფრთხოებისთვის, მშენებლობის პერიოდში მხოლოდ ერთი მათგანი დაიღუპა, ოტისის ლიფტების დამონტაჟებისას.

1888 წლის 21 აგვისტო გუსტავ ეიფელი უშუალოდ აკვირდება საკონსტრუქციო სამუშაოებს

1888 წლის 21 აგვისტო
გუსტავ ეიფელი უშუალოდ აკვირდება საკონსტრუქციო სამუშაოებს

თავდაპირველად საზოგადოების რეაქცია კოშკის მიმართ მკვეთრად უარყოფითი იყო, ვინაიდან უმრავლესობას იგი თვალში ხინჯად ხვდებოდა. თუმცა ამჟამად ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმტაც სტრუქტურულ ხელოვნების ნიმუშად მიიჩნევა.

1888 წლის 14 ნოემბერი

1888 წლის 14 ნოემბერი

გუსტავ ეიფელი მშენებლობაზე 1889 წელი

გუსტავ ეიფელი მშენებლობაზე
1889 წელი

1900 წელი

1900 წელი

1929 წელი

1929 წელი

1937 წელი ელექტრიკოსები მუშაობენ კონსტრუქციაზე

1937 წელი
ელექტრიკოსები მუშაობენ კონსტრუქციაზე

Leave a Reply