წიგნი  შვეიცარიელ  მწერალ  მაქს  ფრიშს  ეკუთვნის.   რომანის  მთავარი  გმირი   წარმატებული  ინჟინერი  უოლტერ  ფაბერია, რომელიც  ადამიანური  განცდების   ნაკლებობას განიცდის და  საგნებს  ყველანაირი მეტაფორების  გარეშე, სრულიად რეალისტურად აღიქვამს.  ინჟინერი  ამტკიცებს,  რომ  ელექტრონული  ტვინი  უფრო  ზუსტია  შემეცნებაში,  ვიდრე  ადამიანის,    რომ  მას   ნებისმიერი  ლოგარითმი  იმაზე  სწრაფად  გამოჰყავს,  ვიდრე  ჩვენ  ამოცანის  შედეგის  წაკითხვა  შეგვიძლია.  უჭირს გაიგოს ადამიანის, რომელსაც სურს სამყარო ემოციებს დაუმორჩილოს. მსგავსი სურვილები მისთვის ფანატიზმი  და  მისტიკაა.  მოკლედ  ეს  არის   ტრაგედია  ტექნიკის  საუკუნეში  მცხოვრები  გრძნობადახშული  კაცისა,  რომელიც  დიდი  უბედურების  ფასად შეიცნობს  მეგობრობის,  სიყვარულისა  და  კაცთმოყვარეობის  არსს.

1a898d19b2d12daf1e9970155aab1f5b

წიგნის  და  შესაბამისად, მთავარი  გმირის  სახელი ჰომო  ფაბერი – მწარმოებელ  კაცს  ნიშნავს.  ეს  სახელი   ჰანამ   შეყვარებულს   სიცივისა  და  უემოციობის  გამო  შეარქვა.  ჰანა  ებრაელია, რომელსაც  პასპორტის  გაუქმების  შემდეგ  უოლტერი  ცოლობას სთავაზობს. უოლტერის შეთავაზების მიმართ არანაირი ემოცია არ არის, ეს მხოლოდ  დასაღუპად განწირულისთვის გაწვდილი დახმარების ხელია. ჰანა უარს ამბობს შეთავაზებაზე, უოლტერი სხვა ქვეყანაში მიდის სამუშაოდ და მათი ურთიერთობაც მთავრდება, რჩება მხოლოდ ზუსტად შერჩეული სახელი.

უოლტერის  ცხოვრება  დაუსრულებელი  მოგზაურობაა  ერთი  ქვეყნიდან  მეორეში,  ცხოვრების  მრავალფეროვნება   მის  სულში  ვერაფერს  ცვლის,  მისთვის ადგილები სინამდვილეს არ ცვლის:  ის რუტინული ყოველდღიურობაა  თავისი  პიჟამათი  და  აქაფებულ  პირში  გაჩრილი  კბილის  ჯაგრისით, მანამ სანამ  ერთ-ერთი  მოგზაურობისას  ჰომო  ფაბერი  ახალგაზრდა  ელიზაბედს  არ შეხვდება, რომლის  მიმართაც   უცნაური  გრძნობა  ეუფლება.

ელიზაბედი  მოულოდნელად  კვდება.   შემდეგ აღმოჩნდება  რომ  ის  მისი  შვილი  იყო.   სწორედ  აქედან  იწყება  უემოციო  ინჟინერის  ყველაზე  ემოციური  ტრაგედია.  გამჭრიახი  გონებით  და  კუჭის  წყლულით   დაავადებული  საკუთარი  შეცდომების  წინაშე მარტო რჩება,  რაც  ყოველ  დღეს ტრაგედიად  უქცევს. მისი სიცოცხლე   წყლულის  მორიგი   შეტევით სრულდება.

ამქვეყნად ყოფნა სინათლეში ყოფნას ნიშნავსსულერთია სად იქნები, რაც იქნები, მაგრამ უპირველეს ყოვლისა სინათლისა და სიხარულის ერთგული უნდა იყო, უნდა გწამდესრომ ქრები ზღვაზე აელვარებულ სინათლეშიუნდა გაუძლო დროს,   უფრო სწორად გწამდეს წამის მარადისობა,  იყო მარადიული  ნიშნავს არსებობდე ამქვეყნად.

მათ, ვისაც  ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანზე გაცოცხლებული ვარიაციების ნახვა სიამოვნებას ანიჭებს, ვურჩევთ  ფოლკერ შლონდორფის 1991   წელს გამოსული   ფილმის,   “მოგზაურის”    ნახვას, რომელიც სწორედ მაქს ფრიშის ამ ნაწარმოების მიხედვითაა გადაღებული.

 

 

 

Leave a Reply