გერმანიის სიდიდით მესამე ქალაქში, მიუნხენში ოფიციალურად დაკანონდა 6 საჯარო სივრცე როგორც ნუდისტებისთვის განკუთვნილი  ზონა. გასული წლის შემოდგომის შემდეგ, როცა კანონით დარეგულირებადი გახდა ქალაქში მზის აბაზანების მიღება,  ნუდისტური სივრცეების არსებობის თემაზე საჯარო განხილვები მიმდინარეობდა, რაც საბოლოოდ სიშიშვლის მოყვარულთათვის თავისუფალი ადგილების გამოყოფით დასრულდა. ნუდისტური ზონები ქალაქის სხვადასხვა ზონაშია განთავსებულია, ერთ-ერთი მათგანი მთავარი მოედნიდან 10 წუთის სავალზეც შეგხვდებათ. 

ნუდისტური პრაქტიკა მიუნხენისთვის სიახლეს არ წარმოადგენს. გერმანია ერთ-ერთია იმ ევროპულ ქვეყანათაგან, სადაც ოფიციალურად იყო დაშვებული ნუდისტური პლაჟები ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში. პირველი ასეთი პლაჟი აქ  1920 წელს გაიხსნა.

 

Leave a Reply