შვედი ფოტოგრაფი, სანა კვისტი დაინტერესდა, რას ქონებას ფლობენ სტოკჰოლმში მცხოვრები სტუდენტები. კითხვაზე პასუხის გასაცემად მან სტუდენტები მათ საცხოვრებელ ოთახებში გადაიღო თავიან საკუთრებაში მყოფი ნივთების ფონზე. პროექტ “ყველაფერი, რასაც მე ვფლობ” იდეა სანას საკუთარი სტუდენტური გამოცდილებიდან გამომდინარე მოუვიდა. მან, ისევე როგორც სხვა არაერთმა ახალბედა  სტუდენტმა, სკოტჰოლმში ჩამოსვლისას უამრავი ნივთი ჩამოიტანა, სწავლის დამთავრებისას კი ქალაქი IKEA-ს ჩანთაში ჩატეული ქონებით (რომელიც კომპიუტერის, კამერის და რამდენიმე ხელი ტანსაცმლისგან შედგებოდა) დატოვა. 
2
ფოტოპროექტში მონაწილე სტუდენტები 80-იან წლებში დაბადებული ახალგაზრდები არიან, რომლებიც ნაკლებ კაპიტალს ფლობენ, ვიდრე მათი მშობლები მათ ასაკში. შესაბამისად, კავშირი იმ ქონებასთან, რაც მათ გააჩნიათ, უფრო ფუნდამენტურია. როგორც წესი ისინი ერთი ნაქირავები ფართიდან მეორეში სწორედ ამ ქონების თანხლებით გადაადგილდებიან.

3 4 6 7 8 9

Leave a Reply