გერმანიის ქალაქ ვისბადენში, ყოველწლიურ   კინოფესტივალზე, რომელიც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კინოპროდუქციას აერთიანებს,  ქართველი რეჟისორი, ლევან კოღუაშვილი ფილმისთვის “შემთხვევით პაემნები” საუკეთესო რეჟისორად დასახელდა. ფილმი, რომლის პრემიერაც თბილისის კინოფესტივალზე გაიმართა, ნაჩვენები იქნა ბერლინალეზე არასაკონკურსო პროგრამის ფარგლებში, მარტში გამართულ სოფიის კინოფესტივალზე კი  სურათმა აიღო გრანპრი, გაიმარჯვა  ”საუკეთესო რეჟისურის” ნომინაციაში და მიიღო კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო აკადემიის (International Federation of Film Critics (FIPRESCI)  პრიზი. 

“შემთხვევითი პაემნები” 40 წლის მშობლებთან მცხოვრები მამაკაცისა და გათხოვილი ქალის რომანს ასახავს.

3 Responses

Leave a Reply