ვივიან მაიერი, რომელიც დღეს უკვე ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ქუჩის ფოტოგრაფად ითვლება, მისი თანამედროვეებისთვის ერთი ჩვეულებრივი, ცოტა უხასიათო ქალი იყო, რომელიც ძიძად მუშაობდა და იშვიათად ლაპარაკობდა თავის თავზე. ვივიენმა  გასული საუკუნის 50-60-იანი წლების ჩიკაგოსა და ნიო-იორკში ათასობით სახასიათო, ეპოქალური ფოტო გადაიღო. ფოტოებით  მის სიცოცხლეში სათანადოდ არავინ დაინტერესებულა.street-photos-new-york-1950s-vivian-mayer-1 მხოლოდ 2011 წელს, მისი გარდაცვალებიდან 2 წლის შემდეგ, როცა ვივიანის არქივი ჯონ მალოფის ხელში აღმოჩნდა, გაიგო ფართო საზოგადოებამ, როგორი დიდი ფოტოგრაფი დარჩა ამერიკას შეუმჩნეველი. თავად მალოფის ხელშიც შემთხვევით აღმოჩნდა ნეგატივები.  მან  ფირები  ერთ-ერთ აუქციონზე შეიძინა როგორც ისტორიული კოლექცია ისე, რომ წარმოდგენა არ ქონდა თავად ფოტოგრაფის ვინაობაზე.

street-photos-new-york-1950s-vivian-mayer-3

მაიერის ფოტოების უმეტესი ნაწილი  ნიუ-იორკსა და ჩიკაგოშია გადაღებული. ფოტოგრაფი განსაკუთრებული ინტერესით ბავშვებს იღებდა. მის ნამუშევრებში ასევე კარგად ჩანს ადამიანებს შორის დამოკიდებულებები.

street-photos-new-york-1950s-vivian-mayer-28 

კადრები, რომლებიც ვივიანის ნამუშევრება შემოინახა, ძალიან განსხვავდება ამ ორი ქალაქის დღევანდელი რეალობისგან. ფოტოები იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ არაერთი მკვლევარი დაინტერესდა იდუმალი ძიძის ვინაობით. გასულ წელს მის შესახებ ფილმიც გადაიღეს, რომელსაც ერთნაირი მოუთმენლობით ელოდა როგორც კინომოყვარული, ასევე ფოტოგრაფიით დაინტერესებული საზოგადოება. “Finding Vivian Maier” უკვე არაერთ საერთაშორისო კინოფესტივალზე იყო წარდგენილი. 

street-photos-new-york-1950s-vivian-mayer-2  street-photos-new-york-1950s-vivian-mayer-4 street-photos-new-york-1950s-vivian-mayer-5 street-photos-new-york-1950s-vivian-mayer-6 street-photos-new-york-1950s-vivian-mayer-10 street-photos-new-york-1950s-vivian-mayer-13 street-photos-new-york-1950s-vivian-mayer-16 street-photos-new-york-1950s-vivian-mayer-19 street-photos-new-york-1950s-vivian-mayer-20 street-photos-new-york-1950s-vivian-mayer-22 street-photos-new-york-1950s-vivian-mayer-23 street-photos-new-york-1950s-vivian-mayer-24 street-photos-new-york-1950s-vivian-mayer-27  street-photos-new-york-1950s-vivian-mayer-30 street-photos-new-york-1950s-vivian-mayer-31 street-photos-new-york-1950s-vivian-mayer-32 street-photos-new-york-1950s-vivian-mayer-34 street-photos-new-york-1950s-vivian-mayer-37

Leave a Reply