მსოფლიოში ალბათ ათასობით ქალი ატარებს სიამოვნებით თეთრ, ფითქინა, ჰაეროვან კაბებს და ასევე ათასობით კაცი წარმოიდგენდა თავის საყვარელ ქალს ამავე ჰაეროვანი სამოსით, რომელსაც ელესდერ ტომპსონი ქმნის. ძნელია გულგრილი დარჩე მისი მინიმალისტური, დახვეწილი და უაღრესად ქალური ქმნილებებისადმი, რომელიც სამწუხაროდ სამოსად არ გამოიყენება. სკულპტორი მასალად ქსოვილის მაგივრად მარმარილოს  და ნემსის ალტერნატივად ქვის სატეხს იყენებს. 

Alasdair-Thomson-12

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ედინბურგის უნივერსტეტის ხელოვნების ისტორიის სტუდენტმა დისერტაციის თემად რენესანსი აირჩია, მოდის ინდუსტრია და სამოსის კულტურა კი მანამდეც მისი ინტერესის სფეროს წარმოადგენდა. რენესანსის სტილში შესრულებული ნამუშევრებზე მუშაობისას, გადაწყვიტა  საკუთარი სერიული ნამუშევრების გაეკეთებინა ამავე ესტეტიკით.

Carrie

32 წლის ხელოვანის მიერ შექმნილი სერია, რომელიც 12 ნივთისგან შედგება, უკვე გამოიფინა ლონდონში, ნიუ-იორკსა და ჰონგ-კონგში.

Elizabeth-1 Greta-1 Hannah Lucy process1

Leave a Reply