Jana & JS ავსტრიულ-ფრანგული ურბან არტ დუოა, რომელთა ნამუშევრებიც დანთავსებულია როგორც ურბანულ, ასევე დახურულ სივრცეებში. ქალაქისა და მისი არქიტექტურით ინსპირირებულები, აკვირდებიან ქუჩების ტექსტურას, მათი და მათი ბინადრების ტრანსფორმაციის ფორმებს და შესაბამის ადგილებში ტოვებენ რეალისტური სიტუაციების ამსახველ სტენსილებს. 

outdoor27

წყვილი სხვადასხვა დროს ცხოვრობდა მადრიდსა და პარიზში. მათი ამჟამინდელი ლოკაცია ზალცბურგია. Jana & JS-ს ნამუშევრები გარდა სხვადასხვა ქალაქებისა, შეიძლება შეგხვდეთ პარიზის, ვენის, დიუსელდორფისა და მაიამის გალერეებში.
outdoor33

outdoor37

Jana & JS-მ ბოლო ნამუშევრები გერმანიის ერთ-ერთ ტყეში დატოვეს. ხის მორებსა და დანგრეულ შენობაზე რეალური ზომის ადამიანებია გამოსახული, რომლებიც შეიძლება განვიხილოთ ერთგვარ სიმბოლოდ ურბანული კრიზისისა. ესენი არიან  ქალაქის რუტინაში მცხოვრები  თანამედროვე ადამიანები, რომლებიც გადარჩენას ცდილობენ.

12292358035_50c4d58c07_o

12292916946_eb9d8545bb_o

12292917086_4f9c15a99b_o

12292917306_8d5f637e8e_o

12292917326_715c32d959_o

Leave a Reply