ავსტრალიელი ფოტოგრაფის, ლილი ვოთერსის ფოტოსერია “ანია” უაღრესად ფემინური, ნატურალისტური და ესთეტიური ნამუშევრებით ერთგვარი მცდელობაა ხელოვანის მეხსიერებაში დაცული სხვადასხვა კადრების გაცოცხლებისა. “როცა პატარა გოგონა ვიყავი, ხშირად მინდოდა გამეზიარებინა სხვებისთვის ის სილამაზე, რომელსაც ვხედავდი. ვინაიდან მე არ მაქვს ხატვის ნიჭი, გადავწყვიტე კამერა გამომეყენებინა დროის მანქანად და მისი საშუალებით აღმედგინა სხვადასხვა დროს ნანახი კადრები.”

 

LW_ANJA-5-6

პროექტის მთავარი აქცენტი ადამიანისა და ბუნების ჰარმონიულ თანაცხოვრებაზეა. აქ ნახავთ მომხიბვლელ, შიშველ სხეულებს, რომლებიც ღია სივრცეებში თავისუფლად სუნთქავენ, მიტოვებულ და უდაბურ ადგილებს, რომლებსაც ადამიანის არსებობა აცოცხლებს. “ანია” არის პროექტი იმაში დასარწმუნებლად, როგორი მნიშვნელოვანია გარემოსთვის ადამიანის მზრუნველობა და ადამიანისთვის ჯანსაღი, სანდო გარემო.

LW_ANJA-7

ლილის ფოტოების მთავარი გმირები ქალები არიან არა მხოლოდ ამ სერიაში. მასვე ეკუთვნის ფოტოსერია  ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგაა მიმართული, რომელიც ამ  თემაზე გადაღებული ფოტოებისგან განსხვავებით უჩვეულო ესთეტიკითა და ნატურალიზმით გამოირჩევა. ზღაპრული და რეალური სამყაროების ზღვარზე არსებული სცენები, მომხიბვლელი შიშველი სხეულები, ბუნება, როგორც საფარი განსაკუთრებულ განწყობას ქმნის.

LW_ANJA-11

LW_ANJA-12

LW_ANJA-13

LW_ANJA-21

LW_ANJA-22

LW_ANJA-31

LW_ANJA-32

LW_ANJA-33

LW_ANJA-41

LW_ANJA-42

LW_ANJA-43

Leave a Reply